ლუი ვან გაალს სჯერა, რომ ლუკ შოუ ასაკის მატებასთან ერთად "მანჩესტერ იუნაიტედის" ტოპ-კლასის მცველი გახდება.
ზაფხულის შენაძენს დიდი ხნის განმავლობაში ტრავმა აწუხებდა და დაბრუნება "ჩელსისთან" მატჩში მოახერხა, სადაც "იუნაიტედის" რიგებში საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
თუმცა ლუი ვან გაალს თინეიჯერის ასეთი წარმატება არ გაკვირვებია.
"შოუს მჯერა, ასე რომ, ჩემთვის ეს სიურპრიზი არ არის. "ჩელსის" წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა და მის გამო ბედნიერი ვარ.
19-წლის ბიჭისთვის ეს პირველი სეზონია, ჯერ კიდევ პატარაა და იზრდება, იქნებ, მომდევნო სეზონში უფრო გაიზარდოს და ამის იმედი მაქვს. შოუს მჯერა," - განაცხადა ვან გაალმა.
"ვესტ ჰემის" წინააღმდეგ სადებიუტო შეხვედრის ჩატარების შემდეგ შოუმ "იუნაიტედის" მაისურით 18 მატჩის ჩატარება მოასწრო, მაგრამ მისი მიზანი მარცხენა მცველის როლის მუდმივად მორგება იქნება.