"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი თვლის, რომ მის გუნდს შეეძლო ჩემპიონობისთვის ებრძოლა, რომ არა სასტარტო მატჩებში ნაჩვენები ცუდი შედეგები.
"წითელმა ეშმაკებმა" მიმდინარე სეზონში პირველ 10 ტურში მხოლოდ სამი შეხვედრა მოიგეს, შემდეგ კი საუკეთესო სამეულთა რიცხვშიც შევიდნენ.
ამჟამად "იუნაიტედს" პირველ ადგილამდე 11 ქულა აშორებს და ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ შეიძლებოდა უკეთეს მდგომარეობაშიც ყოფილიყო.
"დიახ, ძალიან ცუდად დავიწყეთ. უკვე ავხსენი რატომ მოხდა ეს და არ გავიმეორებ, მაგრამ უკეთ რომ დაგვეწყო, ახლა შეგვეძლო ჩემპიონები ვყოფილიყავით.
იმედი მაქვს, მიმდინარე სეზონში ჩვენს დავალებას შევასრულებთ და ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო სეზონში ვითამაშებთ. ჯერ კიდევ 15 ქულაა გასათამაშებელი, ასე რომ, საქმე არ გაკეთებულა", - განაცხადა ვან გაალმა.