თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2015, 23:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1998,
კომენტარები: 4
"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური პრევიუ)
"გუდისონ პარკზე" გასამართი შეხვედრის ტაქტიკური პრევიუ.
"ჩელსისთან" განცდილი იმედის გამაცრუებელი, მაგრამ მაინც იმედის მომცემი მარცხის შემდეგ ლუი ვან გაალის გუნდს უქმეებზე გამარჯვების გზაზე დაბრუნება სურს. მანჩესტერელები ჩავლენ სტადიონზე, რომელიც მათი ყოფილი მწვრთნელი დევიდ მოიესისთვის სასოწარკვეთისა და ტკივილის ადგილად იქცა. სწორედ "გუდისონ პარკზე" წაგების შემდეგ გააძევეს შოტლანდიელი. "დაე გიგზმა ჩაიბაროს კლუბი სეზონის ბოლომდე", - ამბობდენ ქომაგები. ასეც მოხდა.

ბოლო პერიოდში "გუდისონ პარკი" "იუნაიტედისთვის" ყველაზე წარმატებული არენა ნამდვილად არ არის. გვახსენდება ფერგიუსონის უკანასკნელი სეზონის პირველ მატჩში 1:0 წაგება. მაშინ "ევერტონის" რიგებში მოასპარეზე მარუან ფელაინიმ გაგვანადგურა.

მაგრამ ამჟამად ვან გაალს არ ელის მარწუხები. "იუნაიტედი" თავისი ბედის პატრონია იმაში, რაც ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლას ეხება. და მაინც, სამი ქულა აუცილებელია, რათა გაგრძელდეს პროგრესი, რომელსაც გუნდმა ბოლო კვირებში მიაღწია და შეინარჩუნოს უპირატესობა ხმაურიან მეზობლებთან. ვან გაალი მიზანდასახულად ისწრაფვის ცხრილის მეორე ადგილისკენ.

"ევერტონმა" რთული სეზონი გადაიტანა. გასულ სეზონში მეხუთე ადგილზე გასვლის შემდეგ რობერტო მარტინესისგან მინიმუმ ჩემპიონთა ლიგისკენ სწრაფვას ელოდნენ. მაგრამ ეს არ მოხდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში "კანფეტები" გასავარდნ ზონასთან ახლოს იყვნენ. თუმცა, მცირე ხნის წინ ჩადენილმა გმირობებმა გუნდს საშიშროება აარიდა. ლივერპულულმა კლუბმა ბოლო 5 მატჩიდან 4 მოიგო, მაგრამ მათი მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში - სატურნირო ცხრილის პირველი ნახევარია.

"იუნაიტედი" შეეცდება მატჩში პირველივე წუთებიდან ხელთ იგდოს ინიციატივა, აკონტროლოს ბურთი და მოწინააღდეგის დაცვაში ნაკლოვანებები ეძებოს, "ევერტონის" მცველები ხომ არაერთხელ შემცდარან ამ სეზონში. რამდენიმე ფეხბურთელის უქმობა ტრავმის გამო შემადგენლობაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას:

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური პრევიუ)


"ევერტონი" კი თავისთვის მშობლიურ სქემას 4-2-3-1 აირჩევს:

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური პრევიუ)


ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ აპირებს ვან გაალი "ევერტონის" ფლანგის მცველების შეჩერებას, რომელთაც შეტევაში გადასვლა და საჯარიმოში ჩაწოდება ხიბლავთ.

ბლინდი-ფელაინი-იანგის სამეული მარცხენა ფლანგზე შესანიშნავად მოქმედებდა საბალეტას, უოლკერისა და სტერლინგის წინააღმდეგ. შოუს, რომელმაც "სტემფორდ ბრიჯზე" ბლინდის ადგილი დაიკავა, ივანოვიჩის წინააღმდეგ იშვიათად უხდებოდა თავდაცვა. ლუკმა შემადგენლობაში ადგილი ალბათ დაიმკვიდრა, წინა მატჩში საიმედოდ გამოიყურებოდა. მისი სისწრაფე საშუალებას მისცემს სიმუს კოულმენს სდიოს და გუნდს ბურთი დაუბრუნოს, თუ "ევერტონი" მარჯვენა ფლანგიდან კონტრშეტევის წარმოებას ეცდება. ინგლისის ნაკრების ახალგაზრდა მცველს შეტევაშიც შეუძლია მონაწილეობა, თუ ლენონი დაცვითი ფუნქციებით არ დაკავდება.

ლუკ შოუს მოქმედება "სტემფორდ ბრიჯზე":

"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური პრევიუ)


"იუნაიტედის" მარჯვენა ფლანგი კი სუსტად გამოიყურება. "მანჩესტერ სიტიცა" და "ჩელსიც" სარგებლობდნენ ამით და ატყუებდნენ ვალენსიას, ხოლო ერერა და მატა მის დაზღვევას ვერ ასწრებდნენ. სწორედ ანტონიომ უნდა გამოავლინოს დისციპლინა დაცვაში და დარწმუნდეს, რომ ბეინსი ვერ შეძლებს თავისუფლად საჯარიმოში ბურთის ჩაწოდებას. ეს ლეიტონის თამაშის ყველაზე ძლიერი მხარეა. ამავდროულად, ვალენსიამ შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და თავისი გუნდის ყოველ შეტევას შეუერთდეს, რათა გაცილებით კრეატიულ მატასა და ერერასთან ერთად ურთიერთქმედებისას ბეინსს უფრო მეტად თავდაცვა აიძულოს, ვიდრე თავდასხმა.

"იუნაიტედის" თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად კვლავ მარუან ფელაინის მოქმედებები იქცევა. ვან გაალი თავის შეგირდებს მითითებას მისცემს, რომ მუდამ მაღალ ბელგიელს ეძიებდნენ, რათა "ევერტონს" "მეორე სართულზე" შანსი არ მისცენ. მოურინიო მარუანის ნეიტრალიზაციას კურტ ზუმას საშუალებით ახერხებდა, მაგრამ მაკკარტისა და ბარის ასეთი ფიზიკური ძალა არ აქვთ. ფელაინი კოულმენისა და ბეინსის წინააღმდეგ მოქმედებაში თავს გამოიჩენს: მის გაბარიტებს ვერც ერთი მცველი ვერ შეედრება. საინტერესო იქნება, მისცემს თუ არა რობერტო მარტინესი ჯონ სტოუნზს საჰაერო ორთაბრძოლებში ფელაინის პერსონალური მეურვეობის მითითებას. უნდა გაითვალისწინოს, რომ ასეთი ქმედება რუნისა და იანგისთვის თავისუფალ ზონებს დატოვებს.

ვის დააყენებს ვან გაალი დაცვის ცენტრში? ვერც როხო, ვერც ჯონსი შეძლებენ ლივერპულში ჩასვლას. ლოგიკა მიგვანიშნებს, რომ ჰოლანდიელის არჩევანი მაკნეირზე შეჩერდება - პედიმ "ჩელსის" წინააღმდეგ შესანიშნავად ითამაშა. მაგრამ მზად არის სათამაშოდ ევანსიც: ჯონის ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაცია ამოიწურა.

კერიკი მატჩში მონაწილეობას ვერ შეძლებს. საინტერესო იქნებოდა საყრდენ ზონაში ბლინდის ხილვა. ანდერ ერერა "სტემფორდ ბრიჯზე" მატჩში შესანიშნავად გაუმკლავდა ამ როლს. მაგრამ ესპანელის ნიჭი ტყუილად იკარგება, უფრო შემტევი, კრეატიული ფუნქციების შეთავსებაც შეუძლია და სჯობს რუნი თავდასხმის ცენტრში დადგეს. უეინმა ჯაგიელკასა და სტოუნზს თავსატეხი უნდა გაუჩინოს, თავის ნახევარმცველებს კი თავისუფალი სივრცეებით სარგებლობის საშუალება მისცეს.

გამარჯვება "იუნაიტედს" მეორე ადგილზე აიყვანს. "არსენალს" "ჩელსისთან" აქვს სათამაშო. ვან გაალს იმედი ექნება, რომ მისი მოსწავლე მოურინიო თავის ყოფილ მასწავლებელს სამსახურს გაუწევს და "ემირეიტსზე" "მეთოფეებს" დაამარცხებს, რათა მანჩესტერელებმა ვერცხლის მედლისთვის ბრძოლა განაგრძონ.

წყარო: mufclatest
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
25 აპრილი 2015 23:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია ევანსს არ დააყენებს, ისე ისაბურა მაგაზე რავი. არ მიქაროს და ეგ არ გამოაცინოს. მაკნეირმა დაიმსახურა თამაში

შოუმაც იგივენაირად თუ ითამაშა მარცხენა ფლანგი უფრო აქტიური იქნება. ბლინდი ჭკვიანურად თამაშობდა მარა სისწრაფე მაგრად აკლია, შოუს ეგ პრობლემა არ აქვს, კარგად ერთვებოდა შეტევებში ჩელსისთანაც

ბლინდი ნახევარდაცვაში უნდა დააყენოს და გადაადგილებები არ იქნება, უბრალოდ კერიკის ადგილს დაიკავებს და იგივე სასტავი იქნება.

აი ფალკაოს თუ კიდევ ექნება შანსი მაშინ ყველაფერი აირევა, რუნისაც შეუცვლის პოზიციას
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 აპრილი 2015 23:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩვეულებისამებრ, ფელაინიზე იქნება დამოკიდებული შეტევაში ბევრი რამ. იმედია ამჯერადაც ბოლო პერიოდში ნაჩვენებ თამაშს შემოგვთავაზებს. ასე თუ ისე, ართმევდა თავს საკუთარ დავალებას. ხვალ არც ზუმა ეყოლება და არც იაია ტურე, მაგრამ საქმე ექნება და დიდი გარჯაც მოუწევს. ჰოვარდი კი იმედია თავს არ გაიგიჟებს, ვან გაალი კი თავდასხმაში სიურპრიზებს არ შემოგვთავაზებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
26 აპრილი 2015 11:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
როგორც სტატიაშია აღნიშნული ფლანგის მცველებს და არა მარტო მცველებს, ნახევარმცველებსაც დიდი ყურადღება სჭირდება. სისწრაფე არც შოუს აკლია და არც ვალენსიას, მაგრამ ვალენსიას ხშირად რჩება ხოლმე თავისუფალი სივრცეები და შეიძლება შანსი მიეცეს ბეინს რათა საჯარიმოში ჩააწოდოს ხოლმე, ასე რომ ვალენსიას ჭკვიანურად თამაში მართებს. რაც შეეხება ფელაინს, როგორც ვან გაალმა აღნიშნა ეს მისთვის მართლაც რო გამორჩეული მატჩი იქნება და იმედი მაქვს, რომ თვითონაც გამოიჩენს თავს და როგორც აქამდე თამაშობდა ისევ ისე ითამაშებს. ნუ რუნი დიდი ალბათობით თავდასხმაში დადგება თუ ბლინდს არ ჭირს კიდე რამე ან ვან გაალს თუ არ გადაუტრიალდა ჭკუა გონება... wink
0
№4
ავტორი: Mufc7
26 აპრილი 2015 12:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
გამარჯვება "იუნაიტედს" მეორე ადგილზე აიყვანს.

ქულის დაკარგვის უფლება არ გვაქვს, უნდა მოვიგოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top