ალან შირერმა, "სუონსთან" მატჩის შემდგომ განაცხადა, რომ ეს მატჩი რუნიმ ყველაზე ცუდად ჩაატარა ამ სეზონში. შეიძლება ეს გადამეტებულია, მაგრამ რუნი აპირებს თავისი ძლიერი მხარის ჩვენებას "ნიუკასლის" წინააღმდეგ "ოლდ ტრაფორდზე"...
"ვგრძნობდი, რომ "სუონსის" წინააღმდეგ მინდორზე ბევრ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი.ჩვენ გვქონდა კვირის რამოდენიმე დღე, რომ დაგვესვენა, ამიტომ მე დაღლილობაზე წუწუნი არ შემიძლია და არც შეცვლას გავაკეთებდი თამაშის დროს. მე, ახლა მხოლოდ, ფეხბურთზე ვფიქრობ, მითუმეტეს შობაა, როდესაც თამაშები ძალიან დიდი სისწრაფით მიმდინარეობს."სუონსთან" მატჩი ჩემთვის ცუდი გამოდგა.ამაზე ვიფიქრებ და ვეცდები გამოვასწორო." – განაცხადა "იუნაიტედის" ფორვარდმა Daily Mail–თან.
"მოუთმენლად ველი შემდეგ მატჩს.ამ წუთისთვის ჩვენ ისეთ პოზიციაზე ვიმყოფებით სატურნირო ცხრილში, რომ გვაძლევს შანსს გავუსწროთ "მანჩესტერ სიტის" კიდევ რამოდენიმე ქულით.საწყენია, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ "სუონსთან". ჩვენ ვეცდებით ავიღოთ ექვსი ქულა ორ მატჩში და შევხედოთ თუ რა გველოდება წინ."