როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედში" მემფის დეპაის გადასვლა კიდევ უფრო რეალური ხდება. დღეს საფეხბურთო აგენტმა კარლ ტომასმა, SEG Football სააგენტოს წევრმა, რომელიც მემფისის ინტერესებს იცავს, საკუთარ "თვითერზე" შემდეგი შეტყობინება გაავრცელა:
"შესანიშნავი დღე მანჩესტერში"
შეგახსენებთ, ვინგერისთვის ბრძოლაში "იუნაიტედი" ფავორიტად ითვლება, თუმცა ჰოლანდიელის შეძენა პსჟ-ს, "ლივერპულსა"და "ბაიერნსაც" სურთ.