რობერტო მარტინესს მიაჩნია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგის ტიტულისთვის იბრძოლებს, რამეთუ ვან გაალმა გუნდს სწორი ფორმულა მოუძებნა.
"ევერტონი" "იუნაიტედს" კვირას დაახლოებით ერთი წლის შემდეგ უმასპინძლებს დღიდან, როცა დევიდ მოიესი თავის ყოფილ კლუბის სტადიონს "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა.
"იუნაიტედი" "კანფეტების" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში პოზიციის გასამყარებლად ჩავა.
"ევერტონის" მწვრთნელი, რომლის გუნდმა ბოლო ხუთ მატჩში ოთხი მოიგო, ფიქრობს, რომ ვან გაალი "იუნაიტედის" თამაშს მომდევნო სეზონში კიდევ უფრო განავითარებს.
"ადვილი არ იყო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ სწორი ფორმულის პოვნა. ყველაზე საინტერესო იყო, თუ რამდენი დრო წაიღო ამ ფორმულის პოვნამ, მაგრამ რამდენად კონკურენტუნარიანი გუნდი იყო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
როცა ოქტომბერში მათ "ოლდ ტრაფორდზე" ვხვდებოდით, ვინმეს რომ ეთქვა, ამ სეზონში ჩემპიონ "მანჩესტერ სიტის" გადაასწრებენო, არა მგონია, ვინმე დათანახმებოდა. ეს გასაოცარ გადატრიალებას აჩვენებს. ნამდვილად ვფიქრობ, რომ "იუნაიტედი" ამ სეზონს ძლიერად დაასრულებს და მომდევნო სეზონში ყველაფრისთვის იბრძოლებს", - განაცხადა რობერტო მარტინესმა.