თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2015, 12:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2275,
კომენტარები: 6
ვან გაალი: "გიგზი ჩემი მემკვიდრე იქნება"
ვან გაალი გიგზს თავის მემკვიდრედ ხედავს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ფიქრობს, რომ მთავარი მწვრთნელის პოსტს მის შემდეგ რაიან გიგზი ჩაიბარებს.

გასულ სეზონში დევიდ მოიესის გაძევების შემდეგ სწორედ გიგზმა ჩაიბარა "იუნაიტედი" და დროებითი მწვრთნელის როლი მოირგო. ზაფხულში კი ვალდებულება ლუი ვან გაალს დაუთმო და მის სამწვრთნელო შტაბში შევიდა.

რამდენიმე ხნის წინ ვან გაალმა შენიშნა, რომ გიგზი ძალიან შრომისმოყვარეა და თამაშს ისევე კითხულობს, როგორც ერთ დროს ჰოლანდიელის მოსწავლე ჟოზე მოურინიო.

ვან გაალის თქმით, როცა კლუბის დატოვება მოუწევს, სწორედ გიგზმა უნდა ჩაიბაროს გუნდი.

"ვფიქრობ, ჩემ შემდეგ ის იქნება მომდევნო მწვრთნელი. თავის ვალდებულებებს იდეალურად უმკლავდება," - განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
25 აპრილი 2015 12:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იმედი მაქვს ძლიერი ხასიათის მქონე მწვრთნელი იქნება და ზედმეტ ლოიალურობას არ გამოიჩენს ფეხბურთელებთან.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
25 აპრილი 2015 12:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მე რატომღაც არ მივიჩნევ მას როგორც ძლიერ პიროვნებას იმისთვის რომ იყოს ძლიერი მწვრთნელი. შესაძლებელია 3 წელიწადში გარდაისახოს და სხვაგვარი წარმოდგენა შემექნას მასზე როგორც მწვრთნელი, მაგრამ ახლა მგონია, რომ ვერ გაართმევს თავს.
0
№3
ავტორი: Macklemore
25 აპრილი 2015 14:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მაგის იმედი გვაქ ყველას, რო გიგზი დარჩება შენ მემკვიდრედ.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
25 აპრილი 2015 16:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეგ ვან გაალის მოსვლამდე ვიცოდით

მგონი იდეალური ვარიანტი იქნება, დიდ გამოცდილებას შეიძენს ვან გაალისგან
0
№5
ავტორი: bziki
25 აპრილი 2015 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არ მგონია რო რამით გამორჩეული მწვრთნელი იყოს ქარიზმა არ აქ,ლიდერი არ არი. შრომისმოყვარე, დისციპლნირებული, ჩუმი კაცია. საშვალო დონის მწვრთნელი აალბათ დადგება მაგამ რამე გამორჩეული არ მგონია
0
№6
ავტორი: Count Alucard
25 აპრილი 2015 20:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
სიმართლე, რომ ვთქვა გიგსის დიდი იმედი არ მაქვს, არამგონია დიდი მწვრთნელი გახდეს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top