ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ დავიდ დე ხეას შენარჩუნება ძალიან სურს, თუმცა ეს ესპანელის სურვილზე იქნება დამოკიდებული.
"ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს ყოველთვის დიდი დრო სჭირდება. შეიძლება ყველაფერი მოხდეს - ეს ჩემს შესაძბელობებს არ შეესაბამება. უკვე ვთქვი, რომ დავიდის შენარჩუნება ჩვენს გუნდში ძალიან გვსურს, თუმცა ბოლო სიტყვა დე ხეაზეა."
"გირჩევთ, მისი მომავლის შესახებ კითხვები დავიდსვე დაუსვათ. ჩვენ მის შესანარჩეუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ, შევთავაზეთ ახალი კონტრაქტი და ხელსაყრელი ფინანსური მდგომარეობა." - განაცხადა ჰოლანდიელმა