"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი ეშლი იანგი აცხადებს, რომ ვიღაცამ დაამონტაჟა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ჩაუვარდა პირში ფრინველის განავალი.
სეზონის პირველ ნაწილში მოცემული ეპიზოდი, რომელიც "სუონსის" წინააღმდეგ მატჩში პრემიერ ლიგის პირველ ტურში მოხდა, ეშლისთვის ყველაზე ნათელ შემთხვევად იქცა.
იანგი დაცინვის ობიექტი გახდა არა მარტო გულშემატკივართა მხრიდან სოციალურ ქსელში, არამედ თანაგუნდელებს შორისაც. თუმცა თავად ეშლი დარწმუნებულია, რომ 16 აგვისტოს მის პირში არაფერს მოუსაქმებია.
"100 პროცენტით გარწმუნებთ, რომ ეს ფრინველის განავალი არ იყო. მაგრამ მაინტერესებს ვინ გამოაქვეყნა ეს ვიდეო და როგორ დაამონტაჟა. მე თვითონაც მენდომებოდა ჩემი რეაქციის ნახვა, ეს რომ სინამდვილე ყოფილიყო," - განაცხადა იანგმა.