ჯონი ევანსი მომდევნო მატჩში დაბრუნებას მოახერხებს, რამეთუ დისკვალიფიკაციის ვადა, რომელიც პაპის სისესთვის შეფურთხებისთვის მიიღო, ამოიწურა. ვან გაალი კი კმაყოფილია, რომ გამოცდილი მცველი გუნდში უბრუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელებმა ვან გაალი თავისი გადაწყვეტილების გამო უსამართლო ადამიანად ჩათვალეს, ლუიმ ევანსის დაცვა გადაწყვიტა.
"ყოველთვის სამწუხაროა ასეთი საქციელი, მაგრამ ვერაფერს იზამ. ფეხბურთელებსაც ვუთხარი, რომ მისი დასჯის გადაწყვეტილება ჩემს შეხედულებას არ შეესაბამება, რადგან ეს იყო ბუნებრივი შეფურთხება და არა შეფურთხება ფეხბურთელისთვის.
მას ვიცავდი და ახლაც დავიცავ, შესაბამისად, არ დავსჯი. მას არდადეგების მოწყობის საშუალებაც მივეცი და მერე ფეხბურთელებმა მითხრეს: "ოჰ, სჯობს მოედანზე ვინმეს შეაფურთხო და მერე არდადეგებსაც მოიწყობ!" ასე რომ, ახლა ჩემი მოთამაშეები უსამართლო ადამიანად მთვლიან". - განაცხადა ვან გაალმა.