"ევერტონი" - "მანჩესერ იუნაიტედი".
დაცვა:
"მანჩესტერ იუნაიტედი" კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს სეზონის დასახურად, ამჯერად მათ შეჩერებას "ევერტონი" ეცდება, რომელიც "წითლების მსგავსად კარგ ფორმაში არიან. "იუნაიტედს" კვლავ საკადრო პრობლემები აქვს, ბოლო ინფორმაციით გუნდს ვერც ამ შეხვედრაში დაეხმარებიან: ფილ ჯონსი და მარკოს როხო, ხოლო ბრაზილიელ რაფაელს სეზონის ნაადრევად დასრულება მოუწია. ამასთან დისკვალიფიკაცია მოიხადა ჯონი ევანსმა, რომელმაც ორშაბათს რეზერვებშიც ითამაშა და სათამაშო პრაქტიკა მიიღო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით და პლუს "ჩელსისთან" დაცვის ხაზის საკმაოდ კარგი თამაშის შემყურე, სრულიად არ მიჩნდება ამ ოთხეულის შეცვლის სურვილი.
ნახევარდაცვა:
გასულ შაბათს გუნდმა მთლიანობაში კარგად ითამაშა, თუმცა კრეატივი და შეტევაში ორიგინალურობა მაინც აკდათ, ამის მიზეზი კი კერიკის არ ყოფნა გახლდათ, მაიკლი ვერც ამ შეხვედრაში შეძლებს გუნდის დახმარებას, თუმცა, როგორც ლუი ვან გაალმა მატჩის-წინა პრეს-კონფერენციაში განაცხადა, არის შანსი გამოჯამრთელდეს დეილი ბლინდი. თუკი ჰოლანდიელის ვარაუდი გამართლდა, სწორედ ბლინდი შეეცდება კერიკის შეცვლას, ხოლო უეინი მშობლიურ პოზიციას დაუბრუნდება. რაც შეეხება, ბლინდთან შედარებით შემტევ კვარტეტს, მათი შეცვლის აუცილებლობას ვერ ვხედავ, მართალია, მატა-ფელაინი-იანგის ტრიო არცთუ ეფექტური იყო "ჩელსისთან" მატჩში, მაგრამ ეს მეტოქის ყრუ დაცვამ და ჩაკეტილმა ფეხბურთმა გამოიწვია.
შეტევა:
როგორც უკვე ავღნიშნე, ბლინდის გამოჯამრთელება რუნის თავდასხმაში დააბრუნებს და შეტევას ისევ მრავალფეროვანს გახდის. მართალია, ლუი ვან გაალის "ჯილა", ვან პერსი, სრულად გამოჯამრთელდა და თამაშიც "გაიხსენა", თუმცა კაპიტანი ამ ეტაპზე ალბათ უკონკურენტოა.
სრული შემადგენლობა:
დე ხეა, ვალენსია, სმოლინგი, მაკნეირი, შოუ, ერერა, ბლინდი, მატა, ფელაინი, იანგი, რუნი.
აირჩიე შენი შემადგენლობა