"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე დავიდ დე ხეას შესაძლოა ესპანეთში დაბრუნების საშუალება მიეცეს, იტყობინება ყოველდღიური გამოცემა El Confidencial.
დე ხეა სერ ალექს ფერგიუსონმა გასულ ზაფხულს "ატლეტიკოდან" შეიძინა, მაგრამ თავიდან მისი ტრანსფერი არც ისე წარმატებული გამოდგა. ადაპტაციისთვის მას ძალიან დიდი დრო დასჭირდა.
აღსანიშნავია, რომ დე ხეას აგენტს, ხორხე მენდეშს ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელებთან და ის კრიშტიანუ რონალდუს, მოურინიოსა და პეპეს აგენტიცაა. შეიძლება ტრანსფერი განხორციელებაზე ამანაც იმოქმედოს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფერგიუსონი ესპანელ გოლკიპერს საკმაოდ დიდ ნდობას უცხადებს და რთულაია , რომ ასე ადვილად შეელიოს მას.