ლუი ვან გაალი ტრავმირებულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
ლუი ვან გაალმა მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დეილი ბლინდი შესაძლოა "ევერტონთან" "გუდისონ პარკზე" გასამართ შეხვედრაში მოედანს დაუბრუნდეს.
ბლინდმა ტრავმა მანჩესტერულ დერბიში მიიღო და "ჩელსისთან" გამართულ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ შეძლო. სამწუხაროდ, ლუი ვან გაალს აღნიშნულ შეხვედრაში მაიკლ კერიკი, ფილ ჯონსი და მარკოს როხოც აკლდა, თუმცა ისინი ვერც ამჯერად შეძლებენ თამაშს.
ტრავმირებულია რაფაელ და სილვაც, რომელმაც "ლესტერის" 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ შეხვედრაში ნეკნი გაიტეხა და სეზონის ბოლომდე იუქმებს. იმავე მატჩში დაშავდა ადნან იანუზაიც, თუმცა ვან გაალის თქმით, მას სერიოზული ტრავმა არ აღენიშნება.
როცა ჰკითხეს, კერიკი, ბლინდი, როხო, ან ჯონსი შეძლებდა თუ არა დაბრუნებას, ვან გაალმა განაცხადა:
"შესაძლოა მხოლოდ ერთი მათგანი, მაგრამ ჯერ კიდევ არის კითხვისნიშანი. თქვენთვის ვიტყვი, რომ ის ერთი ბლინდია, მაგრამ ჯერ საეჭვოა".რაფაელისა და იანუზაის შესახებ კი ჰოლანდიელმა შემდეგი ცნობა გაავრცელა:
"რაფაელი დაუჯერებელია. მან ნეკნი გაიტეხა, ასე რომ, მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" ვეღარ ითამაშებს, სამწუხაროა. იანუზაის კი ასეთი სერიოზული ტრავმა არ აქვს."წყარო:
manutd.com