სტადიონი: "გუდისონ პარკი", ლივერპული მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 34-ე ტური თარიღი: კვირა, 26 აპრილი, 2015 წელი მთავარი მსაჯი: ანდრე მარინერი მატჩის დასაწყისი: 16:30, (ჩვენი დროით)
"ევერტონი"
ტრავმირებულები: ოვიედო, ჰიბერტი დისკვალიფიკაცია: არავინ კითხვისნიშნისქვეშ: გიბსონი, ოსმანი, პიენაარი, მაკკარტი განაცხადი: Howard, Coleman, Jagielka, Stones, Baines, Lennon, Barry, McCarthy, Barkley, Osman, Lukaku, Robles, Alcaraz, Garbutt, Besic, Mirallas, McGeady, Naismith, Kone. საეჭვოა მატჩში ნახევარმცველ სტივენ პიენაარის მონაწილეობა, რადგან მას კუნთი აქვს გაჭიმული, ხოლო მისი პარტნიორები ლეონ ოსმანი და ჯეიმს მაკკარტი ვარჯიშს პარასკევს შეუდგნენ და "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ მატჩის ჩასატარებლად მზად იქნებიან.
მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა გვამცნო, რომ მაიკლ კერიკი, ფილ ჯონსი და მარკოს როხო "ევერტონის" წინააღმდეგ მატჩს აუცილებლად გამოტოვებენ, ხოლო დეილი ბლინდს მონაწილეობის შანსი აქვს. რაფაელი სეზონის ბოლომდე ვერ იასპარეზებს, ხოლო ადნან იანუზაის სერიოზული ტრავმა არ აქვს.
"ევერტონი"
მე-12 ადგილი, 41 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-მ-მ-მ-ფ-მ
"ევერტონი" პრემიერ ლიგის ბოლო 5 მატჩში არ დამარცხებულა და ოთხი მათგანი მოიგო.
"კანფეტები" 2015 წელს სახლში ყველა ტურნირის მასშტაბით არც ერთხელ დამარცხებულან - 5 მოგება, 5 ფრე და "გუდისონ პარკზე" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო სამი შეხვედრა მოიგეს, რომლებშიც არც ერთი გოლი გაუშვეს.
მარტინესის გუნდმა ანგარიშში დაწინაურების შემდეგ 19 ქულა დაკარგა - ეს პრემიერ ლიგის ნებისმიერ სხვა გუნდზე მაღალი მაჩვენებელია ამ სეზონში.
"ევერტონმა" ჩემპიონატში სამი პენალტის გატანა ვერ მოახერხა - პრემიერ ლიგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ სეზონში.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
მე-3 ადგილი, 65 ქულა
უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-მ-მ-მ-მ-წ
"წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში ჩატარებული ბოლო 23 შეხვედრიდან მხოლოდ სამი დათმეს - 16 მოგება, 4 ფრე, 3 წაგება.
ამჟამად "იუნაიტედს" 65 ქულა აქვს დაგროვილი, რაც ერთი ქულით მეტია, ვიდრე 2013-14 წლების მთელ სეზონში.
ვან გაალის გუნდმა პრემიერ ლიგაში ბოლო 9 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ 3 მოიგო - 4 ფრე, 2 წაგება.
მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები
"ევერტონი"
წამყვანი ბომბარდირი: ლუკაკუ - 18 გოლი (8 ლიგაში).
რომელუ ლუკაკუ ერთ-ერთი ფეხბურთელია ოთხთაგან, რომელთაც "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ჰეთ-ტრიკი აქვთ შესრულებული - დანარჩენი სამი ასეთი ფეხბურთელი დირკ კუიტი, დევიდ ბენტლი და სამუელ ეტო'ო არიან.
თუ მოედანზე ტიმ ჰოვარდი და დარონ გიბსონი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი"
წამყვანი ბომბარდირი: რუნი - 14 გოლი (12 ლიგაში).
რადამელ ფალკაოს პრემიერ ლიგაში ჩატარებულ ბოლო 8 მატჩში მეტოქის კარის მიმართულებით არც ერთხელ დაურტყამს, თუმცა მოედანზე მხოლოდ 355 წუთი გაატარა.
თუ მოედანზე მარუან ფელაინი და უეინ რუნი გავლენ, თავიანთი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებენ.
ურთიერთშეხვედრები
გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის ეგიდით 189-ჯერ შეხვდნენ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამარჯვება 82-ჯერ იზეიმა, "ევერტონმა" 65-ჯერ, ხოლო 42 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "გუდისონ პარკზე" ჩატარებული ბოლო ორი შეხვედრა წააგო - 1-0 2012 წლის აგვისტოში და 2-0 2014 წლის აპრილში.
"წითელი ეშმაკები" "გუდისონზე" "ევერტონის" წინააღმდეგ ზედიზედ სამჯერ 1987 წლის შემდეგ არასდროს დამარცხებულან - მაშინ ასეთი რამ ზედიზედ 4-ჯერ მოხდა.
"ევერტონმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ პრემიერ ლიგაში 31 მატჩი წააგო. მხოლოდ ერთი გუნდი მარცხდებოდა "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ უფრო ხშირად - "ასტონ ვილა" (32 მარცხი).
ამ გუნდებს შორის "გუდისონ პარკზე" ყველაზე დიდი ანგარიში 1977 წელს ბოქსინგ დეიზე დაფიქსირდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2-6 იმარჯვა.
ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები