თბილისი:
მანჩესტერი:
25-04-2015, 12:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1399,
კომენტარები: 6
იანგი: "ჩელსისთან" წაგებაში პოზიტივს დავინახავთ"
ეშლი იანგი გუნდის წარმატებაში დარწმუნებულია.
იანგი:
"გუდისონ პარკზე" თამაში არასდროს არის ადვილი, მაგრამ ეშლი იანგი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი სამი ქულის მოპოვებას და მოგებათა ახალი სერიის დაწყებას შეძლებს.

"წითელი ეშმაკები" "სტემფორდ ბრიჯზე" განცდილი მარცხის შემდეგ წარმატების მიღწევას "ევერტონთან" მატჩში ეცდებიან.

ლუი ვან გაალის შეგირდები ჟოზე მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ დომინირებდნენ, მაგრამ სტადიონი ქულების გარეშე დატოვეს. თუმცა იანგი თამაშით მოხიბლულია და თვლის, რომ მის გუნდს ახალი მოგებათა სერიის ჩვენება შეუძლია.

"ჩელსისთან" განცდილ მარცხში პოზიტივს დავინახავთ, სადაც ვფიქრობდით, რომ არ უნდა წაგვეგო. ბურთსაც ვფლობდით და შანსებიც გვქონდა. ვგრძნობდით, რომ "ჩელსი" უბრალოდ იჯდა, მაგრამ თავისი გოლი მაინც გაიტანეს. სხვა დღეს კი ჩვენც მოვახერხებდით ერთი ან ორი გოლის გატანას.

ახლა კიდევ ერთი რთული მატჩი გველოდება. ყოველთვის რთული შეხვედრა გვაქვს, როცა "ევერტონს" გასვლაზე ვეთამაშებით. გულშემატკივარი მოედანთან ძალიან ახლოსაა და ყოველთვის, როცა იქ ვთამაშობთ, კარგ ატმოსფეროს ქმნიან. გვინდა გამარჯვებათა სერიას დავუბრუნდეთ და იქ სწორედ ამისთვის მივდივართ",
- განაცხადა იანგმა.

"იუნაიტედი" ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება "არსენალს", რომელიც მომდევნო ტურში ლიდერ "ჩელსის" ხვდება.

"გუნდში ყველა დარწმუნებულია, რომ რაც შეიძლება მაღლა დავასრულებთ სეზონს. მეორე ადგილი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ჩვენთვის და მხოლოდ მატჩები უნდა მოვიგოთ. ყოველი მატჩი თასის ფინალს ჰგავს, უბრალოდ უნდა გავიდეთ და მოვიგოთ. საკვირაო მატჩს სრული თავდაჯერებით ვხვდებით და დარწმუნებული ვარ, თუ ისე ვითამაშებთ, როგორც ბოლო პერიოდში, წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ", - დაასრულა იანგმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
25 აპრილი 2015 12:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ხოლმე მექბადება აზრი იმისა, რომ ამას მართლაც რომ ღრმად აქვს. წაგებაში რა პოზიტივი უნდა ნახოს კაცმა?
0
№2
ავტორი: RojoDiablo
25 აპრილი 2015 12:37
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
თამაშს გულისხმობს. წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთო ფიქრობს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
25 აპრილი 2015 12:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ობიექტური ვიქნები და ვიტყვი იმას, რომ ბურთის ფლობის გარდა მეტი არაფერი გვიქნია. ნუ კი გვინდოდა, მაგრამ ჩელსიმ გვათამაშა ისეთი თამაშით რომელიც მათ სურდათ და ამაში მე პოზიტივის დანახვა მიჭირს.
0
№4
ავტორი: RojoDiablo
25 აპრილი 2015 12:42
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
სწორედ მაგიტომ ვთქვი მეც ფიქრობს-მეთქი და არ ვთქვი პირველ რიგში. გვიან ვუყურე იმ თამაშს, მაგრამ ეტყობოდა, რომ მოუმ ითამაშა ის, რაც ეთამაშა ბარსას, როცა ჩელსის მწვრთნელი იყო. ჩვენ ფანტაზია არ გვეყო და რაც გვეყო, ის საკმარისი არ აღმოჩნდა. მოუსთვის მიზანი ამართლებს საშუალებას და მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მესამე ადგილზე მყოფი გუნდი, თუნდაც "იუნაიტედი", ინგლისის ჩემპიონს საჯარიმოსთან მიგაჯაჭვებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
25 აპრილი 2015 12:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მოუსთან რა საქმე გვაქს, როცა ასეთ კრეატიულ ფეხბურთელებში იანგი უწვდის ფელაინის. არაა ეგ ის თამაში რომლითაც შეძლებ დაამარცო პირველ ადგილოსანი.
0
№6
ავტორი: GeorgeBest
25 აპრილი 2015 16:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს არ გვქონდა ადვილი მატჩი მარა მაინც მოვიგეთ, იქ დე ხეამ მოიგო ის ტამაში

ეხლა ბევრად მაგარი გუნდია. გაჭირდება მარა მოვიგებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top