"მანჩესტერ იუნაიტედის" წარმატება მეორე დივიზიონში.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მუზეუმში მრავალი თასია, მაგრამ არის ერთი არაფრით გამორჩეული ვერცხლის თასი, რომელიც კლუბის ასაკოვან გულშემატკივარს რომანტიკულ მოგონებებს უღვიძებს.
კვირას 40 წელი სრულდება მომენტიდან, როცა მარტინ ბაკანს ეს პრიზი გადასცეს, რაც კლუბის გავარდნის შემდეგ "იუნაიტედის" აღზევებაში გარდამტეხ მომენტად იქცა.
1975 წელს მეორე ლიგაში გამარჯვება კლუბის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ და სასოწრაკვეთილ მიღწევად იქცა. დიდწილად ეს ტომი დოჰერტის დამსახურებაა, რომელმაც გუნდის განახლება და ინგლისში სიძლიერით მეორე ლიგაში ქარიშხლის დატრიალება მოახერხა.
სემი მაკილროიმ ახალი სეზონის დაწყებამდე სულ რაღაც ორი კვირით ადრე 20 წლის იუბილე აღნიშნა. ერთი წლით ადრე ჩრდილოირლანდიელი "იუნაიტედში" ირიცხებოდა, რომელიც რთული 30-ანი წლების შემდეგ პირველად გავარდა პირველი დივიზიონიდან.
შემადგენლობაში მას შემდეგაც დარჩა, რაც მწვრთნელმა მასშტაბური გადაწყობა განახორციელა, რის შემდეგაც სამყაროს ახალგაზრდა, ენერგიული და უგუნური გუნდი მოევლინა.
მაკილროიმ მეორე ლიგაში გატარებული გასაოცარი სეზონი სამუდამოდ დაიმახსოვდა:
"ერთადერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვიყავი და მრცხვებოდა რომ იმ "იუნაიტედის" ნაწილი ვიყავი, რომელიც დაბალ დივიზიონში გავარდა," - მოგვითხრობს სემი.
"საშინელი ზაფხული იყო. სახლიდან გამოსვლა არ მინდოდა. მაგრამ ბოსმა დაგვარწმუნა, რომ ამაზე გამუდმებით ფიქრი არ შეიძლებოდა. ამბობდა, რომ თუ გავარდნაზე ვიფიქრებდით, ვერასდროს დავბრუნდებოდით. "იუნაიტედი" უნიათო გახდებოდა, თუ ფეხბურთელები წუხილს განაგრძობდნენ"."ბოსმა მხოლოდ ის გვითხრა მაშინ, რომ მსოფლიოს საკუთარ თავს გავაცნობდით და კლუბის შესაფერისი ფეხბურთის თამაშით დავბრუნდებოდით: გაბედული, შემტევი მრავალი გატანილი გოლით.
გასაოცარი იყო. სულ ბურთით ვვარჯიშობდით და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფებოდით. ჩვენი თამაშის ტემფი დაუჯერებელი იყო. არავის გვეშინოდა. სიამოვნებისთვის ვთამაშობდით.
გულშემატკივარიც ასეთივე საოცარი იყო. ჩემი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი "სანდერლენდთან" თამაში იყო. მოწინააღმდეგემ მაშინ კარგი სვლა აიღო და სტადიონზე 60000 ფანი შეიკრიბა. ვაგებდით, მაგრამ ბოლოს 3-2 გავიმარჯვეთ. სტადიონზე ასეთი ატმოსფერო მანამდე არასდროს მენახა".წიგნი "მანჩესტერ იუნაიტედი" 74/75" ხელმისაწვდომია ამ
ლინკზე