"ვესტ ჰემი" მზადაა ზაფხულის ძვირიანი პროგრამის ფარგლებში ხავიერ ერნანდესი შეიძინოს.
26-წლის ჩიჩარიტო "მანჩესტერ იუნაიტედიდან" მადრიდის "რეალში" იჯარის წესით ასპარეზობს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდულ დერბიში გამარჯვების გოლი გაიტანა.
თუმცა მისი კარიერა ლა ლიგაში არცთუ სახარბიელოდ ვითარდება - კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობის ქვეშ თავდამსხმელმა მხოლოდ ორჯერ დაიწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში და სეზონის ბოლოს "იუნაიტედს" დაუბრუნდება, რომელთანაც კონტრაქტის მიხედვით მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს.
ლუი ვან გაალის გეგმებში მისი ადგილი არ არის და ერნანდესს დაახლოებით 7 მლნ. ფუნტად გაყიდიან.
მისდამი ინტერესს კი პრემიერ ლიგის გუნდები იჩენენ, რომელთა შორის "ვესტ ჰემი" აქტიურობს, რომელსაც მომდევნო სეზონში გათვლა ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ექნება.