"მანჩესტერ იუნაიტედმა" მემფის დეპაის შეძენისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა, რამეთუ ფეხბურთელი ინგლისში მოსალაპარაკებლად ჩაფრინდა.
21-წლის ნახევარმცველი "იუნაიტედის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და მისი სატრანსფერო ღირებულება 25 მლნ. ფუნტი იქნება.
"წითელ ეშმაკებს" კონკურენციას პსჟ და "ლივერპული" გაუწევს, თუმცა ფეხბურთელის აგენტი კრის პლოეგსმა ფეხბურთელთან ერთად ინგლისში ჩაფრინდა და მოლაპარაკებებს მართავს, რომლის მიხედვითაც dეპაი კვირაში 130 ათას ფუნტს მიიღებს ხელფასიs სახით - იტყობინება The Sun
"იუნაიტედი" კი მზადაა ეს პირობა მიიღოს, რადგან ვან გაალი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია.