ჯონი ევანსმა განაცხადა, რომ ის მოხარულია, რადგან "იუნაიტედის" რეზერვისტთა გუნდში თამაშით დიდი სათამაშო პრაქტიკა მიიღო.
"თავი კარგად ვიგრძენი, თუმცა უნდა მოვერგო თამაშის რიტმს. ზოგჯერ რეზერვისტთა გუნდში თამაში არ არის ისეთი მაღალი დონის, როგორიც პირველ გუნდში, მაგრამ ახლა ასე არ იყო. "ლესტერმა" კარგად ითამაშა და ჩვენთვის ეს ადვილი მატჩი არ ყოფილა."
"ძალიან მოხარული ვარ იმით თუ რა შედეგს აჩვენებს "მანჩესტერ იუნაიტედი" ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენ და ჩვენს მენეჯერს ყოველთვის სჯეროდა, რომ ყოველდღიური მუშაობა ნაყოფს გამოიღებდა. წინ კიდევ 5 მატჩი გველოდება, სადაც მაქსიმალური ქულების აღებას უნდა ვეცადოთ."
"ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ მუდმივად ზეწოლის ქვეშ ვართ, თუმცა არა ტიტულისთვის, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრისათვის ვიბრძვით. თუმცა ეს ჩვენთვის პრობლემა არ არის და ეს უკვე დავამტკიცეთ." - განაცხადა ირლანდიელმა