პატრის ევრა მანჩესტერისთვის...
ახალი წელი კარგია, თუმცა წინ ძლიერი მეტოქეა...
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 18-ე ტურში ითამაშა უელსში, კერძოდ "ლიბერთი სტეიდიუმზე" - "სუონსი სიტის" წინააღმდეგ, სადაც მანჩესტერულმა კლუბმა ქულები დაკარგა და ეს მატჩი 1-1 დასრულდა.
სტუმრად თამაში უელსში რა თქმა უნდა არ იყო ადვილი და ამას ისიც მოყვა, რომ "იუნაიტედთან" ქულები შეამცირა კიდევ ერთმა მანჩესტერულმა კლუბმა - "სიტიმ", რომელმაც თავისმხრივ "რედინგი" ძლია ანგარიშით 1-0 და "წითელ ეშმაკებს" 2 ქულით მიუახლოვდა, ანუ 4 ქულა გახდა სხვაობა პირველ და მეორე ადგილოსნებს შორის...
ევრას ჯერა, რომ ეგრეთ წოდებულ "ბოქსინგ დეიზე", მისი გუნდი მაქსიმალურ ქულებს დააგროვებს, წინ 3 თამაშია: პირველი 26 დეკემბერს, ოლდ ტრაფორდზე, "ნიუკასლის" წინააღმდეგ, შემდეგ მეორე მატჩი "ვესტ ბრომვიჩ ალბიონის" წინააღმდეგ, იგივე ოლდ ტრაფორდზე პირველი მატჩიდან 3 დღეში, ანუ 29 დეკემბერს და მესამე ახალ წელს, პირველ იანვარს "უიგანის" წინააღმდეგ გასვლაზე...
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა მოგვეგო "სუონსი სიტისთან" და ეს დამსახურებულიც იქნებოდა, თუმცა წინ 3 თამაშია და აუცილებელია წარმატების მიღწევა" - განაცხადა ევრამ, "MUTV" -სთან მიცემულ ინტერვიუში...
"თვალი არ უნდა მოვხუჭოთ და აუცილებლად უნდა მოვიგოთ "ნიუკასლის" წინააღმდეგ და ამ მოგების შემდეგ განვაგრძოთ მოგებათა სერია შობის პერიოდში" - განაცხადა ევრამ.
"ჩვენ უნდა ვესაუბროთ ჩვენ თავს და არა სხვა გუნდის წევრებს, მე მჯერა, რომ "ნიუკასლთან ოლდ ტრაფორდზე 3 ქულას ავიღებთ და ასევე "ვესტ ბრომვიჩთან" იგივე ოლდ ტრაფორდზე, ეს არის წლის მნიშვნელოვანი პერიოდი და აუცილებელია მაქსიმალური ყურადღება, ჩვენ გაგვიმართლა, რომ 2 თამაში ოლდ ტრაფორდზეა..." - დაასრულა ევრამ.
წყარო:
"სქაისპორტი"