მემფის დეპაი ფრანგულ კლუბში გადასვლის ვარიანტს განიხილავს.
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" სატრანსფერო სამიზნე მემფის დეპაიმ მიმდინარე კვირაში პსვ ეინდჰოვენის-ს ნებართვით პსჟ-სთან მოლაპარაკებები გამართა.
დეპაისა და ფრანგულ კლუბს შორის მოლაპარაკებების შედეგად ფეხბურთელისთვის ცნობილი გახდა, რომ პსჟ გაცილებით უკეთეს ფინანსურ პირობებს სთავაზობს, ვიდრე "ლივერპული".
"იუნაიტედს" ჯერ კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებია, მაგრამ პსვ-ს აცნობა, რომ ფეხბურთელისადმი ინტერესს იჩენს, ხოლო "ლივერპული" ფეხბურთელთან დიდი ხანია აწარმოებს მოლაპარაკებებს და მზად არის ჰოლანდიელი ვინგერი გადაიბიროს.
თუმცა დეპაის ძალიან ხიბლავს ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაში და თანაც გრეგორი ვან დერ ვილის კარგი მეგობარია, რომელთან ერთადაც ჰოლანდიის ნაკრებში ასპარეზობს.
ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მიუნხენის "ბაიერნიც" ჩაერთო, თუმცა თავისი უპირატესობა "იუნაიტედსაც" აქვს.
სწორედ "წითელი ეშმაკების" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ შედგა დეპაის დებიუტი ჰოლანდიის ნაკრებში. ვან გაალის თანაშემწე ალბერტ სტეივენბერგთან ერთად კი ჰოლანდიის 17-წლამდელთა ნაკრებში ასპრეზობდა, რომელთან ერთადაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
წყარო:
dailymail