"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ევერტონის" ყოფილი ფეხბურთელი ფილ ნევილი თვლის, რომ "იუნაიტედმა" "გუდისონ პარკზე" მატჩი აუცილებლად უნდა მოიგოს.
"წითელი ეშმაკები" "კანფეტების" წინააღმდეგ გამარჯვების მოსაპოვებლად და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის პოზიციის გასამყარებლად ჩავლენ.
ნევილს მიაჩნია, რომ ეს მატჩი "ევერტონის" გულშემატკივართათვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც მათი დაპირისპირება "ლივერპულთან".
"ეს მატჩები არასდროს გიცრუებს იმედს.
ამას ორივე შემთხვევაში ვგრძნობდი - როცა "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვიყავი და "გუდისონზე" ვთამაშობდი და როცა "ევერტონის" ფეხბურთელი ვიყავი და "იუნაიტედს" ვეთამაშებოდი.
ეს მატჩი "ევერტონს" იმდენად უყვარს, რამდენადაც დერბი, რადგან "იუნაიტედი" ქალაქში ჩადის.
რთული სტადიონია და ატმოსფერო დაელექტროებული იქნება, რაც მატჩს ამაღელვებელს ხდის," - განაცხადა ნევილმა.
"ენფილდზე" "ლივერპულისა" და "ოლდ ტრაფორდზე" "სიტის" დამარცხებით "იუნაიტედი" კარგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება.
მიუხედავად "ჩელსისთან" განცდილი მარცხისა, ფილს მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" უკეთეს ფორმაშია.
"ეს არის დიდებული შეხვედრა ორი კარგ ფორმაში მყოფი გუნდისა.
ორი გუნდი, რომელიც შობამდე ვერ აღწევდა იმ მიზანს, რისთვისაც უნდა მიეღწია.
მაგრამ "იუნაიტედი" ახლა ლიგაში საუკეთესო ფორმაშია და საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს.
მეორეს მხრივ, "ევერტონმა" თავი ხელში აიყვანა და სულელურ შეცდომებს აღარ უშვებს. ასე რომ, სანახაობრივი მატჩი იქნება.
"იუნაიტედმა" აუცილებლად უნდა მოიგოს მატჩი, თუ სურს, რომ მეორე ადგილზე გავიდეს. ხოლო "ევერტონს" ჯერ კიდევ აქვს მოსაგები იმისთვის, რომ პრემიერ ლიგის ცხრილის პირველ ნახევარში დაასრულოს სეზონი.