"მონაკოს" ვიცე პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია თითქოს, "იუნაიტედმა" ფალკაოს გამოსყიდვაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ კოლუმბიელი "ოლდ ტრაფორდიდან" გადაწყვეტილებას ელოდება, მანამდე კი ვერცერთ გუნდთან მოლაპარაკებებს ვერ გამართავს.
"მე შევხვდი "მანჩესტერ იუნაიტედის" წარმომადგენელს გასულ კვირას. მათ რადამელის გამოსყიდვა ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტიათ. ეს არ არის მისი საუკეთესო სეზონი, მაგრამ მათ შეუძლიათ გადაწყვეტილება ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც მიიღონ."
"მიუხედავად მაღალი დონის კლუბების დიდი ინტერესისა, ჩვენ არანაირ სხვა მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ჯერ "იუნაიტედთან" გადავწყვეტთ, შემდეგ კი განვიხილავთ იმას, რაც მოთამაშეს სურს. მე მინდა ამ საკითხს ნათელი მოვფინო."
"რადამელს მარცხი "მონაკოშიც" ჰქონდა. მაგალითად, მას პრობლემა ჰქონდა კლაუდიო რანიერისთან, მათ ერთმანეთს ვერ გაუგეს. შემდეგ იგი მძიმედ დაშავდა და გამოტოვა მსოფლიო ჩემპიონატი. აგვისტოს ბოლოს კი მოვიდა ჩვენთან და განაცხადა, რომ ფეხბურთის თამაში უფრო მაღალ დონეზე სურდა."-ციტირებს ვასილიევის სიტყვებს The Daily Mail.