"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "მკ დონსის" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ლუკ ტინგი და კირენ უილტშირი (ფოტოზე) შეიძინოს.
18-წლის ცენტრალური მცველი ლუკ ტინგი youtube-ზე ბოლო კვირებში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ნახვადი სახე გახდა, რაც მის მიერ "სუინდონისა" და "მკ დონსის" 18-წლამდელთა გუნდების დაპირისპირებაში 40 იარდიდან გატანილი საჯარიმო დარტყმის ამსახველი ვიდეოს დამსახურებაა.
იმავე ასაკის უილტშირი ასევე ცენტრალური მცველია და კარლ რობინსონის გუნდში წინასასეზონო ტურნეზე მოხვდა.
"იუნაიტედი" ამ ნაბიჯს მომდევნო სეზონში UEFA 19-წლამდელთა ახალგაზრდულ ლიგაში ახალგაზრდული გუნდის ასპარეზობისთვის დგამს.
ტინგი და უილტშირი რამდენიმე დღეს კარინგტონზე გაატარებენ, სადაც შეეცდებიან მწვრთნელებს დაუმტკიცონ, რომ "იუნაიტედის" გაძლიერებას შეძლებენ.