რაფაელ და სილვამ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა, რამეთუ "ლესტერის" 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ სამი ნეკნი დაიზიანა.
ბრაზილიელი მცველი მოთხოვნადი ფეხბურთელია, თუმცა მხოლოდ სხვა კლუბებისთვის და ზაფხულში "იუნაიტედს" დატოვებს.
რაფაელს ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ "იუნაიტედს" თავის ღირებულებას მიმდინარე სეზონშივე დაუმტკიცებდა, მაგრამ "ლესტერის" ფეხბურთელ ენტონი ნოკერტთან შეჯახების შემდეგ 6 კვირას გამოტოვებს, რაც ავტომატურად ნიშნავს მიმდინარე სეზონში უქმობას.