"მანჩესტერ იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ ანდერ ერერამ უდიდესი სიყვარული დაიმსახურა კლუბის გულშემატკივრებისგან და ხშირად მას პოლ სქოულზსაც ადარებენ, თუმცა თავად ნახევარმცველი მათ არ ეთანხმება.
"ახალი სქოულზი აღარ იქნება, ის ერთადერთია და ალბათ "იუნაიტედის" ისტორიაში საუკეთესო ნახევარმცველია. მე უბრალოდ მსურს ვიყო ანდერ ერერა, ვისწავლო ისეთი ფეხბურთელებისგან როგორიც სქოულზი, კერიკი და რუნი არიან. ვიმედოვნებ, რომ ოდესმე მეც ისეთი მნიშვნელოვანი გავხდები ფანებისთვის, როგორიც ისინი არიან. თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა მომიწევს."
შეგახსენებთ რომ, ესპანელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში შვიდი გოლის გატანა მოახერხა და მას კარგი შანსი აქვს იმისა, რომ პოლ სქოუზლის მერე გახდეს "იუნაიტედის" პირველი ნახევარცველი, რომლის მონაგარი ერთ სეზონში 10 გოლს გადააჭარბებს.