მეამბოხეებმა ტიტული მოიგეს.
საფეხბურთო კლუბმა "მანჩესტერის იუნაიტედმა", რომელიც გლეიზერების მიერ "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელში ჩაგდებისადმი პროტესტის გამოხატვის მიზნით შეიქმნა, კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა და ახლა საფეხბურთო ლიგამდე მხოლოდ ორი ნაბიჯი აშორებს.
3,588 მეამბოხე გულშემატკივრის - რომლებიც მალე 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ - წინაშე შემდგარ ემოციურ საღამოს კლუბმა თავისი არსებობის ხანმოკლე ისტორიაში "სტურბრიჯის" დამარცხების შემდეგ მეოთხე დამაწინაურებელი ნაბიჯი გადადგა, რამეთუ Evo-Stik Northern Premier-ის ჩემპიონები გახდნენ.
ათასობით აღელვებულმა გულშემატკივარმა, რომელთა საყვარელი კლუბი მომდევნო წელს ჩრდილოეთის კონფერენციაში იასპარეზებს, საფინალო სასტვენის შემდეგ მოედანი დაიპყრო
მაისში საფეხბურთო გუნდი საკუთარ სტადიონზე გადაბარგდება, რომლის ტევადობა 5000 ათასი იქნება.
უკვე აღნიშნულ მატჩს კი მეზობელი გუნდის "კარზონ ეშტონის" სტადიონმა "თეიმსაიდმა" უმასპინძლა.
საფეხბურთო კლუბ "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, კარლ მარგინსონი, რომელიც კლუბთან ერთად დაარსების პირველივე დღიდან იმყოფება, ფიქრობს, რომ შეუძლებელი არაფერია.
"პირადი მოედანი მივიღეთ. არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ლიგაში გასვლა შეუძლებელია. ეს გულშემატკივარს უნდა მივუძღვნათ, რადგან ისინი იმსახურებენ."წყარო:
dailymail