თბილისი:
მანჩესტერი:
22-04-2015, 08:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2346,
კომენტარები: 13
ვუდვორდმა "მონაკოსთან" მოლაპარაკებები გამართა
"იუნაიტედის" აღმასრულებელი დირექტორი "მონაკოს" წარმომადგენლებს შეხვდა.
ვუდვორდმა
რადამელ ფალკაოს ჯერ კიდევ აქვს "ოლდ ტრაფორდზე" დარჩენის შანსი, რამეთუ ცნობილი გახდა, რომ "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა "მონაკოსთან" კვირას მოლაპარაკებები გამართა.

ფალკაომ, რომელსაც ფრანგული კლუბიდან იჯარის წესით გადასვლის შემდეგ მხოლოდ ოთხი გოლი აქვს გატანილი, კიდევ ერთი ცუდი მატჩი ჩაატარა "სტემფორდ ბრიჯზე".

ედ ვუდვორდმა "მონაკოს" ვიცე-პრეზიდენტ ვადიმ ვასილიევს კი აცნობა, რომ კლუბი ფალკაოს შეძენის საკითხს მხოლოდ სეზონის ბოლოს გადაწყვეტს.

ვუდვორდმა "მონაკოსთან" მოლაპარაკებები გამართა ვუდვორდმა "მონაკოსთან" მოლაპარაკებები გამართა

ვუდვორდმა "მონაკოსთან" მოლაპარაკებები გამართა


ვასილიევმა განაცხადა: "მანჩესტერ იუანიტედის" წარმომადგენლები გასულ კვირას ვნახე და მითხრეს, რომ ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტიათ, ისარგებლებენ თუ არა ფეხბურთელის შეძენის უფლებით.

ფალკაოს საუკეთესო სეზონი ნამდვილად არ აქვს, მაგრამ "იუნაიტედი" გადაწყვეტილების მიღებას სეზონის ბოლომდე არ აპირებს".


მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ საეჭვოა "იუნაიტედში" კოლუმბიელის დარჩენა, ფალკაოს კიდევ ერთი შანსი მიეცა.

გამოსყიდვის შემთხვევაში კი "იუნაიტედს" 43.5 მლნ. ფუნტის გადახდა მოუწევს, რადგან წინასწარი შეთანხმებით სწორედ ეს თანხა იქნა გათვალისწინებული.

"სხვა მოლაპარაკეკებში არ შევდივართ, თუნდაც სხვა დიდი კლუბები დაინტერესდნენ. გადაწყვეტილება "მანჩესტერზეა", შემდეგ კი შევხედავთ, რა სურს ფეხბურთელს. მეტი გამჭვირვალობა მირჩევნია," - დაასრულა ვასილიევმა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
13 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
22 აპრილი 2015 09:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუუ მალე დაიწყოს ეს სატრანსფერო პერიოდი რა. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება მით უფრო იმატებს და იმატებს ჭორები.
0
№2
ავტორი: ALEXFERGUSON
22 აპრილი 2015 10:01
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
ამას თუ არ დატოვებენ და აგერ ნახავთ. ერთი სეზონით ფალკაოს განსჯა და თან ისეთი ტრამვის შემდეგ რაც ქონდა,არ შეიძლება. ძალიან მაგარი ფორვარდია და როცა 2 თამაშ ითამაშებს სეზონშI ძირითადში და დანარჩენში 10 -10 წუთს გამოდიხარ მხოლოდ მოედანზე,ვერ შეძლებ ვერაფრის დამტკიცებას. თან დასამტკიცებელი რა აქვს,ფალკაოოა ტიპი :)
0
№3
ავტორი: RojoDiablo
22 აპრილი 2015 10:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
დი მარიაც დი მარიაა, მაგრამ იანგი რომ სჯობს იმიტომ ზის სკამზე. დასამტკიცებელი როგორ არ აქვს, რადგან ფალკაოა არ შეიძლება შემადგენლობაში იყოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: chudikone
22 აპრილი 2015 10:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
დარჩება და გაამართლებს კიდეც cerealguy
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: ALEXFERGUSON
22 აპრილი 2015 10:30
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
კაი ახლა შენ გჯერა შენი სიტყვების რო იანგი დიმარიას ჯობს? გულახდილად თქვი :) უბრალოდ იანგი შედარებით უკეთ ფორმაშია და თან მთელი ცხოვრებაა პრემიერლიგაში თამაშობს. და მაინც დატოვებენ ფალკაოს
0
№6
ავტორი: RojoDiablo
22 აპრილი 2015 10:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
მე ვლაპარაკობ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე და დღევანდელი დღის მაგალითიდან და რასაც ვამბობ, რა თქმა უნდა, მჯერა. ყურადღება გავამახვილე იმაზე, რომ ფალკაოსაც აქვს დასამტკიცებელი და რადგან ფალკაოა, მაგის გამო არავინ დატოვებს. ზოგადად რომ იანგი დი მარიას ტატუდად არ ღირს, მეც ვიცი, მაგრამ დღეს რომ იანგი უკეთეს ფორმაშია, სწორედ ეშლი თამაშობს და დი მარია ზის. თორემ ფალკაოზე ნაკლები ვარსკვლავია ანხელი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
22 აპრილი 2015 10:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დიდი დაფიქრებაა საჭირო ვუდვორდ... 43 მილიონი პატარა თანხა არაა და შესაბამისად ისეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, რომ მერე სანანებელი არ გაგვიხდეს.
0
№8
ავტორი: ALEXFERGUSON
22 აპრილი 2015 10:43
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
RojoDiablo,
მაშინ გავუშვათ დიმარიაც იანგი ხო გვყავს. რუნი გვყავს გავუშვათ ფალკაოც. აქ საუბარია ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებაზე და არა დამტკიცებაზე. სწორედ იმიტო რო ფალკაო,დღეს შეიძLება ვერ ითამაშოს მარა ხვალ აიწყვიტოს და ვერავინ გააჩეროს. რუნი რო რუნია,რაცარუნდა ცუდ ფორმაში იყოს ცალფეხა რუნიმ მირჩევნია ითამაშოს ვიდრე მაგალითად ეთამაშა ანდერსონს ან მაკედას. ფეხბურთელის უმაღლეს კლასზეა აქ საუბარი და არა მარტო სახელზე.
0
№9
ავტორი: RojoDiablo
22 აპრილი 2015 10:49
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,


აქ რა დაწერე აღარ გახსოვს? ამიტომ გავამახვილე ყურადღება ამაზე, თორემ ამის გამო რომ არ უნდა გაუშვან და სხვა მიზეზი უნდა იყოს, მაგაში არ შეგდავებივარ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№10
ავტორი: Jorbe-Jorbe
22 აპრილი 2015 12:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ჩემი აზრით გაუშვებენ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top