"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ფილ ნევილი კლუბს ყველა სხვა ტრანსფერის დროებით დავიწყებისკენ და დავიდ დე ხეას შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.
ესპანელმა მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშით გულშემატკივარს თავისი ღირებულება დაუმტკიცა, კოლეგებმა კი პრემიერ ლიგის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტად დაასახელეს.
თუმცა ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ჭორები, თითქოს მადრიდის "რეალს" დე ხეას სამშობლოში დაბრუნება სურდეს.
ფილ ნევილს კი მიაჩნია, რომ "იუნაიტედმა" დროებით მეორე პლანზე უნდა გადასწიოს ახალი ფეხბურთელების შეძენა და კლუბში მყოფის შენარჩუნებაზე იზრუნოს.
"უდიდესი საგანი დავიდ დე ხეა და კლუბში მისი დატოვებაა. არასდროს მინახავს ფეხბურთელი ისე უცებ განვითარებულიყოს, როგორც ის განვითარდა მოსვლის დღიდან დღემდე.
მინახავს კრიშტიანუ რონალდუ, მინახავს მისი განვითარება თამაშის მხრივ, გაბარიტების, ფიზიკურობის, ზომის მხრივ.
ახლა დე ხეა სწორედ ამ დონეზეა და შეგიძლია თქვა, რომ ის მსოფლიო კლასის ფეხბურთელია. მატჩებს მარტო იგებს. არ არის კარგი სათქმელი, მაგრამ მართლაც ასეა.
ბოლო წუთებზე განხორციელებული სეივები "ევერტონის", "ჰალის", გასვლაზე "არსენალის" წინააღმდეგ - შვიდი თუ რვა შემთხვევა არსებობს, რომელშიც დე ხეამ თავად მოიგო მატჩები, ეს კი მის მსოფლიო კლასს აჩვენებს.
და თუ "იუნაიტედი" მეკარის შენარჩუნებას შეძლებს, მომდევნო წელს ახალი მიზნებისთვის იბრძოლებს.
ვფიქრობ, "ენფილდზე" და "სტემფორდ ბრიჯზე" რაც მოხდა, ამან მთელ პრემიერ ლიგას აჩვენა, თუ რისთვის იბრძოლებს "იუნაიტედი" მომდევნო სეზონში.
არა მგონია, მათი მიზანი მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა იყოს.
ერთადერთი სიტყვები, რაც ლუი ვან გაალისა და გულშემატკივართა პირს დასცდება, "ჩვენ პრემიერ ლიგის ტიტულის მოგება გვინდა" იქნება.
სათქმელად ადვილია, მაგრამ მიმდინარე სეზონმა აჩვენა, რომ მიზანი მიღწევადია," - განაცხადა ფილ ნევილმა.