კრის სმოლინგმა ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს "მანჩესტერ იუნაიტედთან", რომლის მიხედვითაც ის გუნდში 2019 წლის ივნისამდე დარჩება.
25 წლის ინგლისელი მცველის ანგარიშზე ორი პრემიერ ლიგის ტიტული, 147 ჩატარებული მატჩი და 9 გატანილი გოლია.
"კრისმა საოცარი პროგრესი განიცადა მას შემდეგ რაც ამ კლუბში მოვედი და პირველი გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი გახდა. ის ყოველთვის პროფესიონალივით მოქმედებს და ამ სეზონში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი გოლის გატანაც მოახერხა. ძალიან მიხარია, რომ მან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი." - განაცხადა ლუი ვან გაალმა.
კონტრაქტზე ისაუბრა თავად ფეხბურთელმაც: "ძალიან ბედნიერი ვარ ახალი კონტრაქტით. ვამაყობ, რომ ისეთი გუნდის ნაწილი ვარ როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია". ლუი ვან გაალის მოსვლის შემდეგ მთელმა გუნდმა დიდი პროგრესი განვიცადეთ და ახლა როგორც ერთი გუნდი ისე ვმოქმედებთ. ჩვენ მზად ვართ დავუბრუნდეთ კუთვნილ ადგილს და ისევ მაღალ დონეებზე ვიბრძოლოთ."