"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი პატრის ევრა გამოტყდა, რომ სერ ალექსი მასში კარგი მწვრთნელის მონაცემებს ხედავდა.
პატრისმა, რომელიც ფერგიუსონის ხელმძღვანელობის ქვეშ 7 წლის განმავლობაში თამაშობდა, ხუთჯერ მოიგო პრემიერ ლიგა და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. ამჟამად კი 33-წლის ფრანგი "იუვენტუსის" რიგებში ასპარეზობს.
მიუხედავად იმისა, რომ მოთამაშის კარიერა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, ევრა უკვე ფიქრობს თავის მომავალზე და არ გამორიცხავს, რომ ოდესმე მწვრთნელი გახდება.
"უცნაური შეგრძნება მაქვს, რაც თავიდან არ მქონია. წასვლამდე ფერგიუსონმა კაბინეტში დამიძახა და მითხრა: "პეტ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გეტყვი. ამ გუნდში ორი მოთამაშეა, რომლებიც შესანიშნავი მწვრთნელები გახდებიან - რაიან გიგზი და შენ.
სანამ მანჩესტერში ვიყავი, გარკვეული სამწვრთნელო კურსები გავიარე. ნელ-ნელა წინ მივიწევ. მწვრთნელის ლიცენზიის მიღება მინდა, მერე კი გამოჩნდება," - განაცხადა ევრამ.