19 წლის ჯეიმს უილსონი უკვე პირველი გუნდის სრულყოფილი წევრია და მას კარგად ესმის, რომ დიდი პრივილეგიაა ისეთ ფეხბურთელებთან ვარჯიში, როგორებიც უეინ რუნი, რობინ ვან პერსი და რადამელ ფალკაო არიან. ფეხბურთელებთან რომელთაც ჯამში უკვე 600 გოლზე მეტი აქვთ გატანილი პროფესიონალურ კარიერაში.
Inside United-მა ცოტა ხნის წინ ინტერვიუ ჩამოართვა ჯეიმს უილსონს, რომელმაც ისაუბრა, თუ რომელი ფორვარდის რა თვისების შეძენა სურს.
"უეინ რუნისგან ავიღებდი ჯარიმების შესრულებას, ის ამაზე ყოველდღე ვარჯიშობს და ხშირ შემთხვევაში მისი დარტყმული ბურთი კარის მაღალ კუთხეში ხვდება."
"რობინისგან მის მოძრაობებს ვისწავლიდი. ის ამას უკვე მრავალი წელია აკეთებს, ამ შესანინშავი უნარის წყალობით თავისუფლად ახერხებს ბურთის დამუშავებას."
"რაც შეეხება ფალკაოს, ვისურვებდი მის თავდამსხმლის ინსტიქტებს, რადგან ყოველთვის, როცა ბურთი საჯარიმოში ხვდება რადამელი სწორად ირჩევს პოზიციას."