სერ ალექს ფერგიუსონი : „ვან პერსი - პაზლის ბოლო ნაწილი“
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა რომ , თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გახდა ბოლო ნაწილი რომელმაც გუნდი სრულყოფილობამდე მიიყვანა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა რომ , თავდამსხმელი რობინ ვან პერსი გახდა ბოლო ნაწილი რომელმაც გუნდი სრულყოფილობამდე მიიყვანა. 24 მილიონ ფუნტად ნაყიდი 29 წლის ჰოლანდიელი სრულიად მოერგო „ოლდ ტრაფორს“.ფერგიუსონმა აღიარა რომ ვან პერსიმ გუნდი ძალიან გააძლიერა და ასევე ჩემპიონობის დაბრუნების შანსებიც გაეზარდა.
„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ადრე მივიღეთ საახალწლო საჩუქარი - ზუსტად სეზონის დასაწყისში რობინ ვან პერსი მოვიდა „ოლდ ტრაფორდზე“.არსებობს ისეთი სიტუაცია როგორიცაა მაგალითად გაგიმართლა და პაზლის ბოლო ნაწილი იპოვე“.
„შუა სეზონი ახლოვდება და მე თამამად შემიძლია ვთქვა რომ რობინის წყალობით ჩვენი ჩემპიონობის შანსები იზრდება.საოცარია ისიც რომ იგი სწრაფად მოახდინა ადაპტირება „ოლდ ტრაფორდზე“.
„იგი უმაღლესი დონის პროფესიონალია.იგი ცხოვრების სწორ გზას ადგას. არ არის საკამათო ის ფაქტი რომ მისი წყალობით გუნდი წინ წავიდა“ - განაცხადა ფერგიუსონმა The Sun-თან ინტერვიუში.