რეზერვებმა "ლესტერიდან" ქულა წამოიღეს.
ორშაბათს, 20 აპრილს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართა ინგლისის 21-წლამდელთა პრემიერ ლიგა, სადაც ერთმანეთს "ლესტერისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" რეზერვები ხვდებოდნენ. მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
შეხვედრის მე-18 წუთზე მასპინძლები პანაიოტმა დააწინაურა, რასაც 32-ე წუთზე გასის საპასუხო გოლი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილ დროში ორივე გუნდის კართან შეიქმნა სახიფათო მომენტები, ანგარიში არ შეცვლილა და ფრედ, 1-1 დასრულდა.
შეხვედრაში ძირითადი გუნდიდან ხუთი მოთამაშე იღებდა მონაწილეობას. ჯონი ევანსმა და ჯეიმს უილსონმა შეხვედრა სრულად ჩაატარეს, ვან პერსი 62-ე წუთზე ვეირმა შეცვალა, ხოლო რაფაელმა და იანუზაიმ მინდორი იძულებით, დაზიანების გამო დატოვეს.
"ლესტერი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" - 1:1გოლები: პანაიოტი 18წთ. - გასი 32წთ.
შემადგენლობაძირითადი: ჯ.პერეირა. რაფაელი (გრიმშოუ44), ევანსი, ბლეკეტი, კელეტი. თორფი(კ), ლავი, გასი. უილსონი, ვან პერსი (ვეირი62), იანუზაი (ჰაროპი54).
სათადარიგო სკამი: ოჰარა, გრიმშოუ, ვეირი, ფლეტჩერი, ვეირი, ჰაროპი.
"იუნაიტედი" კლავ ინარჩუნებს პირველ პოზიციას. ტურნირის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და დივიზიონის ჩემპიონის ვინაობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას."იუნაიტედი" შემდეგ ტურში "ფულჰემს" ესტუმრება. შეხვედრა სამშაბათს, 28 აპრილს, თბილისის დროით 22:00 წუთზე გაიმართება.