თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2015, 23:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1795,
კომენტარები: 8
მოურინიო: "მითხრეს, რომ ფელაინი არ ითამაშებდა"
მოურინიო შვეიცარმა თითქმის შეცდომაში შეიყვანა.
მოურინიო:
"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოგვითხრობს, თუ როგორ არწმუნებდნენ "იუნაიტედთან" მატჩის წინ, რომ მარუან ფელაინი შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

"ჩელსის" შემადგენლობაში ახალგაზრდა კურტ ზუმას გამოჩენა, რომელმაც საყრდენი ზონა დაიკავა, სწორედ ათამაშებული ბელგიელი ნახევარმცველის განეიტრალებაზე იყო გათვლილი.

შაბათს გამართული შეხვედრის წინ კი იმ სასტუმროს შვეიცარი, სადაც მოურინიოს გუნდი ჩერდებოდა, პორტუგალიელს უმტკიცებდა, რომ მარუანი ვერ ითამაშებდა.

საქმე იმაშია, რომ სასტარტო სასტვენამდე რვა საათით ადრე სასტუმროში "ლობი" ფელაინი მივიდა, სადაც მისთვის მატჩის ბილეთები თანამემამულე ედენ აზარს უნდა დაეტოვებინა.

სინამდვილეში კი სხვა რამ მოხდა.

"შვეიცარმა მითხრა: "ფელაინი არ ითამაშებს. როცა ფელაინი სასტუმროში მოვიდა მან ჰკითხა: "აქ რა გინდა?" ფელაინიმ უპასუხა: "ფელაინი ვარ და ჩემი მეგობარი ედენ აზარისგან ბილეთების მისაღებად მოვედი."

სიმართლედ არ მეჩვენა. Google გავხსენი და ავკრიფე: "ფელაინის ძმა" და სურათები ავირჩიე.

შემდეგ ფოტოებიანად შვეიცარს მივუბრუნდი და ვუთხარი: "ჰეი, ეს თუ ეს?" მან მიპასუხა: "ეს".

და დავამატე: "ამის დედაც, ეს მისი ძმაა",
- განაცხადა მოურინიომ.

წყარო: mirror
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
20 აპრილი 2015 23:07
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რომ არ შეემოწმებინა და ზუმა არ დაეყენებინა wink ვან გაალის ხრიკებია acute2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
20 აპრილი 2015 23:15
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
:დდ ლამის ჩაუ**ა სქემაში lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: glory man united
20 აპრილი 2015 23:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
მაგარი სიურპრიზი იქნებოდა biggrin2
0
№4
ავტორი: GeorgeBest
21 აპრილი 2015 01:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დღეს დაიდო რომელიღაც გვერდზე და უბრალოდ ხუმრობა მეგონა wink
0
№5
ავტორი: Blind
21 აპრილი 2015 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
მართლა როგორ გავს . ჟოზეს იღაბალი ქონია wink
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 აპრილი 2015 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ისე აზარს რო არ მიეცა ბილეთები თავის ძმას გაუჭირდა ერთი ბილეთის შოვნა??? derpneutral
0
№7
ავტორი: AkkRed
21 აპრილი 2015 11:08
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძააან უაზროობა რაღაც მგონია ეს ამბავი
0
№8
ავტორი: Count Alucard
21 აპრილი 2015 13:28
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
მოურინიოს ისეთი გაიძვერაა მაგას რას მოატყუებ lol
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top