"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბენ პირსონმა, რომელიც "ბარნსლიში" იჯარით თამაშობს აღიარა, რომ ახალ კლუბში მუშაობა ძალიან მოსწონს.
"მე დიდ გამოცდილებას ვიღებ. მოედანზე ძალიან ხშირად გამოვდივარ და ვთვლი, რომ ჩემს სამუშაოს კარგად ვასრულებ. რა თქმა უნდა "ბარნსლისა" და რეზერვისტთა გუნდს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. გამოცდილების თვალსაზრისით, ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო დროა. კლუბმა მთელი გულით მიმიღო. აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომლებთანაც საერთო ენის გამონახვა ძალიან სწრაფად შევძელი. "ბარნსლიში" ძალიან მომწონს."
"რა თქმა უნდა "იუნაიტედის" რეზერვისტთა გუნდის საქმეს თვალს ხშირად ვადევნებ. ბევრ ბიჭთან კვლავაც კონტაქტი მაქვს, ასე რომ მუდმივად უახლესი ამბების საქმის კურსში ვარ. ჩემო მომავალი? მე მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობ და სხვაზე ჯერ არ მიფიქრია."- განაცხადა პირსონმა manutd.com-თან ინტერვიუში.