თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2015, 18:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2331,
კომენტარები: 8
მსაჯობის პროფესიონალური გარჩევა ("ჩელსი" - "იუნაიტედი")
მაიკ დინის შეცდომები და მართებული გადაწყვეტილებები
მსაჯობის პროფესიონალური გარჩევა (
"სტემფორდ ბრიჯზე" გამართულ შეხვედრაში განსახილველი ცოტა ეპიზოდი იყო, თუმცა რაც იყო, მან გაცხარებული დისკუსია გამოიწვია გუნდების გულშემატკივრებს შორის. თითოეული მათგანის შესახებ საკუთარ აზრს გამოვთქვამ.

იმსახურებდა თუ არა დროგბა მეორე ყვითელ ბარათს?

შეხვედრის მეორე ნახევარში დროგბამ მიიღო დამსახურებული ყვითელი ბარათი და გულშემატკივარს მაშინვე გაახსენდა ეპიზოდი, როცა ფორვარდმა ერერაზე წესები დაარღვია, მაგრამ მაიკ დინმა არ გააფრთხილა.



დროგბა ბურთზე თამაშს ცდილობდა, მის დარღვევაში გააზრება არ შეიმჩნეოდა, არც აგრესია და განუსჯელობა, არც ერერას მიუღია ტრავმა, ასე რომ, გაფრთხილების მიზეზი არ არსებობდა. დინმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

დე ხეას თამაში საჯარიმოს ხაზზე



ცალსახა დარღვევა დე ხეას მხრიდან (ესპანელმა საჯარიმო დაკარგა). თამამად შეიძლება წითელ ბარათზე საუბარი, რადგან დე ხეას რომ არ დაეჭირა ბურთი, აზარს მიუვიდოდა და ამას გოლი მოჰყვებოდა. ახლოს არ იყო მცველი, რომელიც ბელგიელს ხელს შეუშლიდა, ვალენსია შორს იდგა.

თუმცა მსაჯის დადანაშაულება ასეთ გადაწყვეტილებაში რთულია. მხოლოდ გაჩერებულ კადრზე ჩანს, რომ დე ხეა სანტიმეტრებით გადასცდა საჯარიმოს ხაზს, ხოლო საჯარიმოს ხაზი იმ ზონის ნაწილად ითვლება, რომელზეც წესი №1 იუწყება:

"სათამაშო მოედანი სწორკუთხოვანი უნდა იყოს და ხაზებით გამოყოფილი. ეს ხაზები შედის მოედანში, რომელსაც ისინი განსაზღვრავს."

გასათვალისწინებელია მთავარი მსაჯის პოზიციაც: მომენტს კარგად დაეწია, მაგრამ ამ მომენტის შესაფასებლად მაინც საჯარიმოს ხაზზე უნდა იმყოფებოდე, რაც ცოტათი სცდება ადამიანურ შესაძლებლობებს - საეჭვოა მსოფლიოში მოიძებნოს ყველაზე კარგი ათლეტი, რომელიც ასეთ მომენტებს მიუსწრებს, თანაც მთელი 90 წუთის განმავლობაში. მსაჯის დამხმარეს კი მოთამაშეები ფარავდნენ.

მაიკ დინი შეცდა, მაგრამ არ შეიძლება მისი დადანაშაულება.

ფალკაოსა და ტერის ორთაბრძოლა გოლის წინ



ცალსახა ჯარიმა, მხოლოდ ტერის მარჯვენა ხელის მდგომარეობისთვის ყურადღების მიქცევაც რად ღირს. რომ არა ეს ხელი, მხოლოდ თუ ვივარაუდებდით, მოახერხებდა თუ არა მცველი ბურთზე მისწრებას მანამდე სანამ, არსებით ფიზიკურ ზეგავლენას მოახდენდა თავდამსხმელზე, ან მას შემდეგ.

მსაჯის შეცდომა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მისი შეტანა მათ რიცხვში, რამაც მატჩზე გავლენა მოახდინა, შეიძლება.

ფალკაოსა და ტერის შეჯახება. უბარათოდ



არაფერი სერიოზული. ამ მოქმედებისთვის დარტყმის წოდება რთულია, ასე რომ, მაქსიმუმ თითო ყვითელი ბარათი არასპორტული საქციელისთვის.

მომენტი საკამათო პენალტის დროს. ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის



ეს არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მომენტი მსაჯობაში. არის სიმულაციის ფაქტი, მაგრამ ამასთან ერთად არის ჯარიმის ფაქტიც. რომ შეიძლებოდეს დასტვენა წესების დარღვევის გამო და თან ყვითელი ბარათის ჩვენება სიმულაციისთვის, პირადად მე ძალიან გამიადვილდებოდა ეპიზოდის გარჩევა.

ჩემი ვერდიქტი: უფრო ჯარიმა, ვიდრე სიმულაცია. ჩემთვის, კონკრეტულ სიტუაციაში, ჯარიმა უფრო პრიორიტეტულია, მაგრამ მცველის მისამართით ფეხის მცირედი მოძრაობა და გაფორმებული ვარდნა მაიკ დინს სიმულაციის ვარიანტის განხილვის საშუალებას აძლევს და არც მისი გამტყუნება შეიძლება.

MNF-ის გადაცემაში იყო გამოშება, რომელშიც გარი ნევილმა რამდენიმე მსგავსი ეპიზოდი განიხილა და ახსნა, თუ როდის მიანიშნებენ ამ დროს ნიშნულზე, მიუხედავად სიმულაციისა და როგორ სიტუაციაში სჯიან თავდამსხმელს, მიუხედავად იმისა, რომ მასზე წესები დაარღვიეს.

P.S.: ნამდვილი ტოპ-თავდამსხმელი 95-ე წუთზე მოწინააღმდეგეს თავს არ შეაკლავს, როცა კარისკენ ზურგით იმყოფება და საჯარიმოდან გადის. თუ ირონიას გამოვიყენებთ, მხოლოდ ამის გამო უნდა დაისაჯოს კეჰილი.

ავტორი: სერგეი იაროსლავცევი
სტატიები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
20 აპრილი 2015 19:07
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
პენლის ეპიზოდი შუა თამაშში რო ყოფილიყო ალბათ უფრო დანიშნავდა, მაგრამ იმ მომენტში ერერაც პირდაპირ პენალზე წავიდა და დინიც მიუხვდა. ისე ჯობდა გაეგრძლებინა ერერას და საჯარიმოში ჩაწოდება ეცადა.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
20 აპრილი 2015 19:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Vodafone,
მაგას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, მატჩის რომელი მონაკვეთია. დასანიშნი პენალტი უნდა დაინიშნოს, მაგრამ ერერამ რაღაცნაირად სპეციალურად მოინდომა პენალტის აკიდება. ავტორმაც იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ასეთ დროს, ტოპ-თავდამსხმელი არ შეეცდებოდა პენალტის აკიდებას და მსაჯს ამიტომ უნდა დაედოო. ეს ცოტა სისულელე მგონია, რადგან რატომ არ უნდა ინდომო ბოლო წუთზე არცთუ ხელსაყრელი პოზიციიდან სარგებლის მიღება, მაგრამ ცოტათი ორაზროვანი მომენტი იყო მსაჯმა არ გარისკა.

მაგრამ არ ღირს ამაზე ლაპარაკი. უნაკlოდ რომ ემსაჯა, მაშინ კი ვხედავთ, რომ დე ხეაც გასაგდები იყო. რაც მოხდა მოხდა, მე მხოლოდ იმაზე მწყდება გული, რომ გოლის ეპიზოდში დარღვევა იყო და არ დაფიქსირდა. ფალკაოს ამის გამო ანტიქმედება ჩაეწერა, იუნაიტედს კი წაგება. რას ვიზამთ, ჩვენ სასარგებლოდაც შემცდარან. მთავარია მომდევნო მატჩებში მოვახდინოთ ამის კომპენსაცია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Vodafone
20 აპრილი 2015 19:20
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
RojoDiablo,
ხო მარა როცა ასეთი ორაზროვანი მომენტია ბოლო წუთზე არ გარისკა მსაჯმა, თამაშის დროს შეიძლება ცოტა სხვანაირად ემოქმედა. აშკარა პენალი ნამდვილად არ იყო.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 აპრილი 2015 21:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პენალტს რაც შეეხება კარგად გამოედო ერერა wink

შეკრებაზე ყველკაფერი დავაფარეტ მსაჯს მაგრამ გამორებას რომ ვუყურე ყველაფერი კარგად ჩანდა. ყვითელი საერთოდ არ იყო მამენტ საჭირო მანდ, მარა აზრი არ აქვს მაგას

იო რაღაც ეპიზოდები რაზე კამათიც შეიძლება, გოლის მომენტში ფალკაოზე იყო დარღვევა მაგრამ მაინც ნორმალურად იმსაჯა ალბათ
0
№5
ავტორი: Goginashvili777
20 აპრილი 2015 22:46
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
რა პენალტი ? :დდ რის პენალტი ? ერერამ ფეხი ისე დაუტოვა, ლამის დაავიწყდა სტადიონზე wink ნორმალური მსაჯობა იყო, დაუმსახურებლად წავაგეთ, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი არ გვქონია ... ფალკაოს თუ არ ჩავთლით, თუმცა მანდედან გატანაც რთულია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: temo-scholes
21 აპრილი 2015 06:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
Goginashvili777,
ras qvia ar gvqonia dzma...:d 2 yvelaze faizagi momenti marto falkaos qonda...! Pedis da runis momenti kide calke temaa...
0
№7
ავტორი: ვახო ( G G M U)
21 აპრილი 2015 10:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
Goginashvili777,
არადა გახსოვს გურამ როგორ გავყვიროდით პენალტიო??? wink
0
№8
ავტორი: AkkRed
21 აპრილი 2015 11:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მსაჯებზე დავა ყოველ ასეთ მატჩში მუდამ იქნება, მაგრამ ეს დინი უკვე ორმაგად მეზიზღება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top