ლუკ შოუს სურს შეინარჩუნოს ის ფორმა, რომელიც მან "ჩელსისთან" მატჩში ყველას დაანახა და მზადაა იბრძოლოს პირველ გუნდში რეგულარულად მოხვედრისთვის.
ახალგაზრდა მცველმა, "ინგლისის თასზე" დამარცხების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა "სტემფორდ ბრიჯზე" და მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო "წითელთა" რიგებში.
"ეს ჩემი პირველი თამაში იყო 6 კვირის შემდეგ, ამიტომ მოედანზე დაბრუნება ნამდვილად სასიამოვნო იყო." - განუცხადა მცველმა ჟურნალისტებს.
"ვფიქრობ ეს ჩემი საუკეთესო გამოსვლა იყო "იუნაიტედის" მაისურით. მოედანზე თავს კარგად ვგრძნობდი, ხშირად მიწევდა შეტევაში ჩართვაც. ვფიქრობ ყველა კარგად გავისარჯეთ და შეგვეძლო ამ თამაშის უფრო შედეგიანად დასრულებაც. ბევრი მომენტი გვქონდა, თუმცა სათანადოდ ვერ გამოვიყენეთ."
"დიდი ხანია არ მითამაშია და ამ დროის განმავლობაში ბევრი ნეგატიური კომენტარი მოვისმინე, რაც ნამდვილად არ არის სასიამოვნო. ვცდილობ ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო და ვიმედოვნებ, რომ ეს მატჩი ჩემი დაბრუნების დასაწყისი იქნება."
შოუმ ასევე განაცხადა, რომ ამდენი გამოტოვებული მატჩი ზურგის ტრავმის ბრალი იყო და არა მისი არასათანადო კონდიციების, როგორ ამას რამდენიმე გამოცემა ამტკიცებდა. ახალგაზრდა ინგლისელმა მადლობა გადაუხადა მის ოჯახს, მეგობრებს და ვან გაალს ამ რთულ პერიოდში მისი მხარდაჭერისათვის.
"მე მყავს ოჯახი და მეგობრები, რომლებიც ამ რთულ გზაზე მეხმარებიან, ისევე როგორც მწვრთნელი."
"ბოლო სამი კვირის განმავლობაში მისგან ბევრი რამ ვისწავლე და მინდა მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ ასეთ რთულ მატჩებში მენდობა."
"ყველამ ვნახეთ, თუ როგორ გარდაქმნა მან გუნდი ბოლო რამდენიმე კვირაში, ეს სრული კონცენტრაციის დამსახურებაა. ჩვენ ვალდებულები ვართ ყოველ თამაშზე და ვარჯიშზე 100 პროცენტით დავიხარჯოთ და სრულ მზადყოფნაში ვიყოთ."
"ჩვენ გვსურს გავაგრძელოთ განვითარება, რათა შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები დავბურნდეთ."