თბილისი:
მანჩესტერი:
20-04-2015, 14:57
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2557,
კომენტარები: 6
"მე ამაყი ვარ"
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას!

დღეს, როგორც სათაურში ამოიკითხავდით, მე ამაყი ვარ. თუ რატომ ამას აუცილებლად მოგახსენებთ, როგორც მოგეხსენებათ ეს უქმეები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

როდესაც "სტემფორდ ბრიჯს" ვტოვებდით და გუნდის ავტობუსში ავდიოდით, გაორებული გრძნობა დამეუფლა: ძალიან მოწყენილი ვიყავი მარცხის გამო, თუმცა ამავდროულად ბედნიერი, რადგან ძველი და კარგი მეგობრები ვნახე. მიუხედავად ამისა მაინც ამაყი ვიყავი ორი მთავარი მიზეზის გამო: პირველ რიგში გუნდის კარგი თამაშის გამო, ჩვენ ლიდერ გუნდს, საკუთარ მოედანზე ვეთამაშებოდით და მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით, ვქმნიდით საგოლე შანსებს და გატანასთანაც ახლოს ვიყავით. როგორც მატჩის შემდეგ მწვრთნელმა განაცხადა, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით ჩვენ ვვითარდებით, რაც მომავალში უფრო მეტ გამარჯვებას მოგვიტანს, ვიდრე მარცხს. ჩვენ ვეთამაშეთ გუნდს, რომელიც ძალიან ორგანიზებულად იცავდა თავს, არ გვაძლევდა მათ საჯარიმოსთან მიახლოების საშუალებას. მართალია შეცდომები დავუშვით, მაგრამ იმედი მაქვს სწორედ ამ შეცდომებზე ვისწავლით.

მეორე მიზეზი, რის გამოც მე თავი ამაყად ვიგრძენი, ეს იყო ის სითბო, რომელიც "ჩელსის" ფანებისგან მოდიოდა ჩემი მიმართულებით. მე მათ ძალიან ვაფასებ და ყოველთვის მადლიერი ვიქნები. ასევე მოიქცნენ მეტოქე ფეხბურთელებიც, მათაც დიდ მადლობას ვუხდი და წინასწარ ვულოცავ პრემიერ ლიგის მოგებას. ძალიან სასიამოვნო იყო მათთან შეხვედრა, მატჩის შემდეგ ლაპარაკი და მოკითხვა. მე ვიგრძენი მათი სიყვარული და დაფასება. დიდი მადლობა თითოეულ მათგანს.

"მე ამაყი ვარ"


ჩვენ 5 მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი და ვეცდებით მაქსიმალური ქულების რაოდენობა მოვაგროვოთ. შემდეგი შეხვედრა "ევერტონის" წინააღმდეგ გველის, "გუდისონ პარკზე", იქ თამაში ძალიან რთულია. პირველ შეხვედრაში მათთან გამარჯვების მოპოვება ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა იმედი მაქვს ამჯერად ყველაფერი მარტივად გამოგვივა.

ბედნიერ კვირას გისურვებთ! გეხვევით!

ხუანი.
მატას ბლოგი
6 კომენტარი
№1
ავტორი: Count Alucard
20 აპრილი 2015 15:07
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ძალიან საწყენი იყო დამარცხება, თუმცა ამ მატჩსი გამოჩნდა, რამხელა პროგრესი განიცადა გუნდმა, იმედია მომავალ წელს აღარაფერს დავუთმობთ ჩელსის და დავამარცხებთ.
0
№2
ავტორი: AkkRed
20 აპრილი 2015 15:22
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მეც ამაყი ვარ, რომ შენნაირი ფეხბურთელია ჩემს საყვარელ გუნდში.
0
№3
ავტორი: Jorbe-Jorbe
20 აპრილი 2015 16:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მატა_დონე
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 აპრილი 2015 18:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩელსის ფანები აფასებენ ამ კაცს და იმსახურებს კიდეც. თამაშის მერე ყველას მიულოცა გამარჯვება. ესეც გამოაგდეს გუნდიდან, ესეც მოისროლა მოურინიომ თუ საქმე საქმეზე მიდგა მარა ხიხო უელბეკივით არ მოქცეულა, მითუმეტეს რომ ჩელსისთანა რც ისე დიდი დრო აკავშირებდა

მაგრამ კაცობა და ადამიანობა სჭირდება ესეთ საქციელს
0
№5
ავტორი: chudikone
20 აპრილი 2015 18:53
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ალბათ ყველაზე ნაკლებად ეს მარცხი განვიცადე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№6
ავტორი: RojoDiablo
20 აპრილი 2015 19:26
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ყველა ხომ რეალის ფანი არ იქნება ხუან. დასაფასებელს ინგლისში აფასებენ. აი ჩამოვა უელბეკი და იმას როგორ შეხვდებიან ის მანახვა ერთი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top