"ნიუკასლი" მომდევნო სეზონში ჯეიმს უილსონის იჯარის წესით აყვანას შეეცდება.
ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების წევრის, ჯეიმს უილსონის მდგომარეობა "ოლდ ტრაფორდზე" პერსპექტიულია და ლუი ვან გაალს სურს უილსონი იჯარის წესით სხვა კლუბში გაანათხოვროს, რათა ფეხბურთელმა გამოცდილება დააგროვოს.
"კაჭკაჭებს" კონკურენციას "დერბი" გაუწევს, რომელსაც სათავეში "ოლდ ტრაფორდზე" ყოფილი ასისტენტი სტივ მაკკალენი უდგას.
იჯარის წესით გადასვლამდე კი 19-წლის ჯეიმსი "იუნაიტედთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს.