20-04-2015, 13:44
ნანახია: 2175,
კომენტარები: 12
25 მილიონი ბენტეკესთვის
"იუნაიტედს" კრისტიან ბენტეკე სურს.
"ასტონ ვილას" თავდამსხმელმა კრისტიან ბენტეკემ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული თამაშით მოხიბლა.
"იუნაიტედს" ზაფხულში თავდამსხმელის ნაკლებობის პრობლემა გაუჩნდება, რადგან კლუბს რადამელ ფალკაო და რობინ ვან პერსი დატოვებენ.
ახალგაზრდა ჯეიმს უილსონი კი იჯარის წესით სხვა კლუბში გადაბარგდება. ეს ყველაფერი უეინ რუნის "იუნაიტედის" შეტევათა ერთადერთ დამაგვირგვინებლად ტოვებს.
"ოლდ ტრაფორდზე" "ასტონ ვილასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩის შემდეგ ლუი ვან გაალმა ბენტეკე შეაქო და განაცხადა: "ბენტეკემ თავისი ყველა დუელი მოიგო."
24-წლის ფორვარდს, რომელიც 25 მლნ. ფუნტად არის შეფასებული, მოქმედი კონტრაქტის მიხედვით "ვილა პარკზე" ორი წელი დარჩა.
"ასტონ ვილას" მთავარმა მწვრთნელმა ტიმ შერვუდმა კი განაცხადა, რომ ფეხბურთელი შეიძლება გაიყიდოს.
წყარო:
dailystar
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.