თუ ფიქრობ რომ შენ საკუთარ სამუშაოს ვერ ასრულებ ან იღბალი არაა შენსკენ, უბრალოდ რადამელ ფალკაო გაიხსენე.
"იუნაიტედის" ფორვარდი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემტევი იყო, ახლა კი საკუთარი გუნდის ფანების რისხვა ატყდება თავს. კოლუმბიელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ოთხი გოლი გაიტანა და უკანასკნელი იანვარში, "ლესტერის" წინააღმდეგ შეაგდო. მას შემდეგ, 9 ჩატარებულ მატჩში მან, არათუ გოლის გატანა, არამედ მეტოქის კარში დარტყმაც კი ვერ მოახერხა. არც "ჩელსისთან" ჩატარებული მატჩი გახლდათ გამონაკლისი.
მაგრამ რა შეიცვალა იმ 79 დღის შემდეგ, როდესაც ფალკაო უკანასკნელად იგრძნო თავი ფორვარდად? მოდით, ერთად გადავხედოთ...
რადამელის ანგარიშზე ჩაირიცხა 3.000.000 ფუნტი ხელფასის სახით
ჰარი კეინმა 9 გოლი გაიტანა
აგუერომ - 6
ალან პარდიუმ 19 ქულის მოგროვება შეძლო ახალ გუნდში
ხუან მატა 57 ადამიანს ჩაეხუტა
ზლატანმა საკუთარ თავზე მესამე პირში 3,476 ჯერ ისაუბრა