"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ გახარებულია, რომ ანდერ ერერა მისი გუნდის ფეხბურთელი არ არის.
"ლურჯების" წინააღმდეგ მატჩის მიწურულს, რომელიც "იუნაიტედმა" წააგო, ანდერ ერერამ თავისი გუნდისთვის პენალტის მოპოვება სცადა და გარი კეჰილს სპეციალურად გამოსდო ფეხი.
შეხვედრის მთავარი მსაჯი მაიკ დინი სიტუაციაში კარგად გაერკვა და სიმულიანტს ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჟოზე მოურინიოს კი მიაჩნია, რომ "ჩელსის" კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვევდნენ, ესპანელი მისი გუნდის ფეხბურთელი რომ ყოფილიყო.
"მიხარია, რომ "ჩელსის" ფეხბურთელი არ არის. ასე რომ ყოფილიყო, Sky-ზე გაისმებოდა სიტყვები: "დანაშაული", "ტყუილი", "ქვეყნის ჩემპიონები ფეირ-პლეის გარეშე" და მსგავსი რამეები. ხოლო, რადგან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია, ხვალვე ყველა დაივიწყებს," - განაცხადა მოურინიომ.