დევიდ მოიესმა, რომელიც უეინ რუნის ჯერ კიდევ "ევერტონში" წვრთნიდა განაცხადა, რომ "იუნაიტედის" თავდამსხმელი ახლოს იყო "ჩელსიში" გადასვლასთან, მაგრამ ეს ტრანსფერი თავად დაბლოკა.
მოიესი, რომელმაც "იუნაიტედი" გასულ სეზონში ჩაიბარა აცხადებს, რომ მის ერთ-ერთ მთავარ მოვალეობად, ჟოზე მაურინოს რუნის მიმართ ინტერესის გაქრობა წარმოადგენდა.
"მე ვაკვირდებოდი უეინ რუნის. მე მას მთავარ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება 16 წლის ასაკში მივეცი, ახლა კი ის ახლოსაა "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის რეკორდის მოხსნასთან." - აცხადებს მოიესი "Sunday Times"-თან ინტერვიუში.
"არც ისე დიდი ხნის წინ კი იყო პერიოდი, როდესაც მას "იუნაიტედის" დატოვება და "ჩელსიში" გადაბარგება შეეძლო, თუმცა მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ უეინი საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელია, ის დიდებულია მოედანზე და რაც მთავარია, მას ყოველთვის შეუძლია ბურთის გატანა."
"მე ახლა კმაყოფილი ვარ უეინით და იმით, რომ "ჩელსიმ" ვერ შეძლო მისი გადაბირება. ჟოზე მაურინიო მისით ინტერესდებოდა, თუმცა ჩვენ არ გვსურდა მის გაყიდვა."