მატჩის წინა ტაქტიკურ პრევიუში კარგად გავარჩიეთ, თუ როგორ ითამაშებდა "ჩელსი". ზუმას მიერ ფელაინის პირადი მეურვეობა და შეტევის მარცხენა ფლანგზე კონცენტრაციის მოხდენა - ეს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო.
რაც შეეხება "მანჩესტერ იუნაიტედს", ბლინდისა და კერიკის ტრავმებმა ვან გაალს ნახევარდაცვაში რუნის დაბრუნება აიძულა. Sky Sports-ი, ისევე როგორც ბევრი მატჩამდე, ვარაუდობდა, რომ რუნი ერთადერთი საყრდენი ნახევარმცელი იქნებოდა.
მაგრამ პარტნიორობა გაუწია ანდერ ერერამ, რომელსაც წინა შეხვედრებში მარჯვენა ფლანგთან ახლოს მყოფს მივეჩვიეთ. "იუნაიტედის" სქემა უფრო მეტად 4-2-3-1-ს ჰგავდა.
მატჩის მიმდინარეობა
მოურინიომ, ისევე როგორც თანაბარი კლასის მქონე გუნდების უმრავლესობასთან, ამჯობინა ინიციატივა დაეთმო და ჩაშლაზე ეთამაშა. ამასთან ერთად, მისი ფეხბურთელები "იუნაიტედს" ხვდებოდნენ და წართმევის აქტიურ ფაზაში უკვე საკუთარ ნახევარზე შედიოდნენ. "იუნაიტედს" ბევრი თავისუფალი სივრცე ჰქონდა კურტუას კარიდან 1/3 ნაწილზე. ამგვარად, გუნდებმა საშუალება მიიღეს ეთამაშათ ის ფეხბურთი, რომელიც ორივესთვის დამახასიათებელია. "იუნაიტედს" შეეძლო ბურთის კონტროლზე გადართულიყო, დაცვის გაწელვა ეცადა და მომენტები შეექმნა. "ჩელსი" თავს იცავდა რიცხოვნებითაც და უნარითაც, რის შემდეგაც მოწინააღმდეგის შეცდომას ელოდა. კონტრშეტევებს კი აზარის სისწრაფით აწარმოებდა.
ანგარიში გვიჩვენებს, რომ მასპინძლებმა თავი გაართვეს. რაღა ქნა "იუნაიტედმაა? სამკუთხედები
მარცხენას წვერი: ბლინდი-ფელაინი-იანგი. მარჯვენას წვერი: ვალენსია-ერერა-მატა. ე.წ. სამკუთხედებმა "იუნაიტედის" ბოლო დროინდელ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თამაშის წაკითხვისა და პოზიციის შერჩევის ბლინდისეული უნარი, იანგის სისწრაფე, ფიზიკური სიძლიერე და მეორე სართულზე მარუან ფელაინის აქტიური მოქმედება - თავდასხმის ერთი მუშტია; მატასა და ერერას ტიკი-ტაკა, რომელთაგან ორივეს შეუძლია მოულოდნელად შეიწიოს ცენტრში, აღმოჩნდეს დასარტყმელ პოზიციაზე საჯარიმოში ან სახიფათოდ გაიყვანოს ჩამორბენილი ვალენსია - მეორე მუშტი.
"ჩელსისთან" კი ყველაფერი სხვაგვარად იყო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტრავმების გამო ნახევარდაცვაში ვან გაალმა ერერა და რუნი გაამწესა. მარჯვნივ მატა და ვალენსია დახმარების გარეშე დარჩნენ. არ შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებულად ცდებოდნენ, ან თამაშიდან ეთიშებოდნენ, მაგრამ მხარდაჭერა აკლდათ. ხანდახან რომელიმე შეეჭიდებოდა ასპილიკუეტას, მისი მოტყუება ერთი-ერთზე კი რთულია.
ორჯერ მატა, ვალენსია და იანუზაი მცველის გავლას წარუმატებლად ეცადნენ. ამ პრობლემას ადრე გარეტ ბეილი და ლუის სუარესიც წააწყდნენ.
მარცხნივ კი მთელი მატჩის განმავლობაში ფელაინისთან ზუმა მუშაობდა, რომელსაც ივანოვიჩი აზღვევდა. მარუანი არა მარტო ვერ იგებდა ორთაბრძოლებს, არამედ თამაშზე ვერ ახდენდა დიდ გავლენას და რიგ ეპიზოდებში ეთიშებოდა. თუმცა ფლანგზე ორჯერ გახსნის შემდეგ მომენტების შექმნა მოახერხა, როცა დასარტყმელად ბურთი ჯერ რუნის, შემდეგ კი ფალკაოს გადააწოდა.
რეალიზაცია
მატჩის შემდეგ ვან გაალმა განაცხადა, რომ ფეხბურთის ხარისხით კმაყოფილია და მატჩს მოცემულ მომენტში საუკეთესო უწოდა. თუ ემოციურობის დროს შესწორებას გაუკეთებ, გასაგები ხდება, რაზე საუბრობდა. მიუხედავად "ჩელსის" ორგანიზებული წინააღმდეგობისა, "იუნაიტედი" მომენტებს ქმნიდა.
15 დარტყმა, რომელთაგან 6 საჯარიმოდან განხორციელდა, 1 კი ხარიხას მოხვდა.
ფალკაოსა და რუნის გატანის შესანიშნავი შანსები ჰქონდათ, მატას დარტყმაც აქვეა.
სხვა ციფრები არანაკლებ საინტერესოა.
გასული მატჩისთვის საუკეთესოს წოდებისას ვან გაალი გულისხმობდა, რომ ჩვეულებრივ, სცენარის ასე განვითარების შემთხვევაში "წითელი ეშმაკები" იტანენ გოლს და თანაც არა ერთს. მსგავსი სიტუაცია იყო "ტოტენჰემთან" პირველ შეხვედრაში. მაშინ გუნდმა ქულები იმის გამო დაკარგა, რომ მომენტები ვერ გამოიყენა.
პერსონალები
ანდერ ერერა
ისევ რაღაც დაუჯერებელი სტატისტიკა:
* პასების 94% სიზუსტე * 4-დან სამი მოგებული ორთაბრძოლა (აზართან, მატიჩთან და ფაბრეგასთან) * 5-დან 5 წარმატებული წართმევა * ბურთის ხუთჯერ გამოტანა (4-ჯერ მისმა გუნდმა შეინარჩუნა) * 3-ჯერ ჯარიმა ააღებინა მოწინააღმდეგეს, ერთხელ კი თავად დაარღვია (ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის.
მიუხედავად ამისა, მოცემულ მომენტში არის რაღაც საკამათო.
"ჩელსი" "იუნაიტედის" შეცდომას ელოდა და მოხდა ისე, რომ ლონდონელთა სამი ყველაზე სახიფათო მომენტი ერერას წარუმატებლობის შემდეგ შეიქმნა.
23:00
ანდერმა, რომელზეც ფაბრეგასი ახდენდა პრესინგს, წარუმატებელი პასი გააკეთა, რომელსაც აზარი დაეუფლა და მარჯვენა ფლანგზე აჩქარდა. მის შესახვედრად მივიდა სმოლინგი. ვალენსია დროგბას დაკეტვას ასწრებდა, მაგრამ ახლოს ჩამორბენილი ერერას დანახვისას, ცენტრალური მცველის დასაზღვევად წავიდა. საბოლოოდ, საჯარიმოს წინა ზონა გატიტვლდა და თავისუფალი სივრცე ფაბრეგასმა გამოიყენა.
37:40 - "ჩელსის" გოლი
ვალენსიას მიერ აუტის მოწოდების შემდეგ ფალკაო ბურთს კარგავს. მას ფაბრეგასი ეუფლება, რომლისთვის ხელის შეშლას წარუმატებლად ცდილობს მატა. რუნი ნახევარპოზიციაშია - შეიწია, რათა სესკს პასის გაკეთებაში ხელი შეუშალოს (წარუმატებლად), აზარს, რომელიც ზურგს უკან იმყოფებოდა, კიდევ ცოტა ადგილი გაუთავისუფლა. სხვებზე მეტად დამნაშავე ერერაა, რომელიც გაცილებით უკეთეს პოზიციაში იმყოფებოდა, ვიდრე აზარი, მაგრამ ედენის ჩართვა გამოეპარა.
53:35
მაკნეირი შეტევაში იმყოფება, ერერა მატიჩს საჩუქარს უკეთებს. საჭირო არ არის მატიჩი, კერიკი, ან ლამპარდი იყო, რომ ასეთ სიტუაციაში შენი გუნდის ფორვარდი ერთი-ერთზე გაიყვანო. "იუნაიტედს" გაუმართლა, რომ დროგბა 36-წლისაა და რომ სმოლინგმა ხელი შეუშალა; რომ აზარმა სამი მეტრიდან დამატებაზე გოლი ვერ გაიტანა; და რომ კოშტა ტრავმირებულია.
საყრდენ ზონაში შეცდომის ფასი ძალიან დიდია. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერერამ აჩვენა, რომ კარგი ფეხბურთელია და მატჩის კონტროლი შეუძლია.
რადამელ ფალკაო
"იუნაიტედმა" ბოლო თვეებში მიგვაჩვია, რომ საკმაოდ რთულია შემადგენლობაში ყველაზე ცუდის მოძებნა. გიხდება ყურადღებით გამოიკვლიო თამაში და ვინმესკენ გადაიხარო, რომ თქვა, ის ყველაზე ცუდი იყო.
მაგრამ დღეს არა.
0 გოლი, 0 დარტყმა კარში, 0 შექმნილი მომენტი, 0 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლები და პირდაპირი მონაწილეობა გაშვებულ გოლში. ნუ ვიკამათებთ, წესები დაარღვია თუ არა ჯონ ტერიმ, ხვალ სამსაჯო ექსპერტიზა გვექნება და მასში სპეციალისტი გაარჩევს ყველაფერს, ჩვენ მხოლოდ ფალკაოს წარუმატებელი თამაში აღვნიშნოთ, როცა ბურთს კარისკენ ზურგით მდგომი იღებს. სხვათა შორის, პირველი ჯერი არაა. "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ ფალკაომ შვიდჯერ დაკარგა ბურთი მსგავს სიტუაციებში.
კოლუმბიელ ფორვარდთან განშორება გარდაუვალი ჩანს. "სტემფორდ ბრიჯზე" რომც გაეტანა, არა მგონია, აზრი ვინმეს შეეცვალა, მაგრამ განშორება უფრო სასიამოვნო იქნებოდა.
მაგრამ ვერ გაიტანა.
45:35
ვერ გაიტანა პირველი ტაიმის მიწურულს, როცა უფრო ადრე შეიძლებოდა აჩქარება.
70:00
ვერ გაიტანა ფელაინის შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ (თუმცა აქ ყველაფერს ზუსტად აკეთებდა და კეჰილი უნდა შევაქოთ.
76:35
ვერ გაიტანა ერთი-ერთზე გასვლის შემდეგ.
ტოპ-ფორვარდისგან ელოდები, რომ ნახევარმომენტის შემთხვევაშიც კი გაიტანს. "ჩელსის" წინააღმდეგ რადამელისგან სასწაულები არ იყო საჭირო, მომენტები უნდა გამოეყენებინა, რომელიც მას შეუქმნეს.
"იუნაიტედის" ქომაგები კი მხოლოდ გამოცნობას უნდა ეცადნონ, როგორ იმოქმედებდა რუნი.
(სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ თავად რუნიმაც გაუშვა ხელიდან რამდენიმე კარგი მომენტი)
ლუკ შოუ
ტრავმამდე დეილი ბლინდი იმდენად ორგანიზებულად და ჭკვიანურად გამოიყურებოდა მარცხენა ფლანგზე, რომ ლუკ შოუს პერსპექტივებზე დაიწყო საუბრები. ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებმა 27 მილიონიანი ნიჭის მომვალზე დაიწყეს ნერვიულობა.
ერთ თვეზე მეტი შოუ მოედანზე არ გასულა, საბოლოოდ კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
მხოლოდ ერთი არაზუსტი გადაცემა და სამი შექმნილი საგოლე მომენტი, რომელთაგან თითოეულის გოლად ქცევა შეიძლებოდა.
03:25
თავიდან ცუდად ითამაშა რუნიმ.
60:28 - 60:42
შემდეგ მატამ ვერ მოარტყა კარში.
მაკნეირი დარტყმის შემდეგ (სხვათაშორის ტყუილად მისცეს დარტყმის საშუალება. ბიჭს სამი გოლი აქვს გატანილი ასეთი შორეული დარტყმებით) ფელაინიმ ბურთი ჩააგდო, მაგრამ ივანოვიჩი პირველი იყო და დროგბას მიაწოდა. შოუმ ძალისმიერი ორთაბრძოლა გამართა (ბლინდის სისუსტე), დაჩაგრა (დროგბა, სხვათაშორის), წაართვა, ფლანგზე გადავიდა, თავის წამოწევა მოასწრო და კარის წინ დაბალი ჩაწოდება განახორციელა. მართალია, გადაცემა არც ფალკაოსთვის და არც მატასთვის არ იყო მოსახერხებელი, მაგრამ ეპიზოდი აპლოდისმენტებს იმსახურებს.
76:35
ფალკაოს მიერ ხარიხაზე გარტყმის მომენტი უკვე ნახეთ. არც მან მისცა შოუს საგოლე გადაცემის ჩაწერის საშუალება.
ვწუხვარ, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში უთამაშებელ შოუს სრული მატჩის ჩატარება არ შეუძლია - ან იქნებ ახალი დაზიანებაც მიიღო, ჯერ-ჯერობით უცნობია, - ამიტომ ვან გაალმა ის მოუმზადებელი ბლეკეტით ჩაანაცვლა, რის შემდეგაც "იუნაიტედი" ნაკლებად სახიფათო გახდა.
სტატიები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.