Sky Sports-ის ჟურნალისტი კრის კამარა დარწმუნებულია, რომ იანგის ინგლისის ნაკრებში დაბრუნება დროის საკითხია.
"ეშლი იანგის გამოძახება ინგლისის ნაკრებში დროის საკითხია. მას არ უნდა, რომ ამ თემას ყურადღება მიაქციონ, უბრალოდ ის თავის საქმეს აკეთებს. ინგლისელებს გაღმერთება უყვართ ფეხბურთელის, რომელიც ერთ–ორ მატჩს მაღალ დონეზე ჩაატარებს. მოდით უბრალოდ დაველოდოთ. ბევრის აზრით, ეშლი დამნაშავეა, რომ ახლა ინგლისის ნაკრებში ვერ მოხვდა საკუთარი სიმულიანტობისა და არასტაბილური ფორმის გამო. ახლა კი ვხედავთ, თუ როგორ ინტერესს იძენს მისი თამაში."
""მანჩესტერ იუნაიტედის" წლევანდელი ფორმით განცვიფრებული ვარ. ლუი ვან გაალმა დაბალანსებული შემადგენლობით ყველა მოტამაშეს მისცა თავის წარმოჩენის შანსი. წინა სეზონში დევიდ მოიესს ყველა დანაშაულებდა ფელაინის ყიდვაში. ახლა კი ფელაინი ერთ-ერთი საუკეთესოა "იუნაიტედის" შემადგენლობაში."-აცხადებს კამარა