"მონაკოს" ნახევარმცველი ნაბილ დირარი მიიჩნევს, რომ რადამელ ფალკაო "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას ძალიან ნანობს.
"ვფიქრობ, იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას ძალიან ნანობს. საფრანგეთში რომ დარჩენილიყო ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებდა, მაგრამ ალბათ მას "მონაკოზე" შედარებით უფრო დიდი გამოწვევა სჭირდებოდა. არ ვფიქრობ, რომ ის აქ ბედნიერი იყო," - განაცხადა დირარმა Daily Mail-თან ინტერვიუში.
ადრე კი "მონაკოს" მწვრთნელი ლეონარდო ჟარდიმი ვარაუდობდა, რომ ფალკაო "იუნაიტედს" არ დასჭირდებოდა: "აგვისტოს ბოლო დღეებში ვვარაუდობდი, რომ იგი კლუბს დატოვებდა, თუმცა მანჩესტერში არ გადავიდოდა. მისი შეძენით ინგლისის ბევრი კლუბი ინტერესდებოდა, მათ შორის "იუნაიტედიც". არ ვფიქრობდი, რომ მათ კოლუმბიელი სჭირდებოდათ, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია."