თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2015, 13:03
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2595,
კომენტარები: 4
ექსპერტების თერთმეტეული
მერსონი და ტომპსონი საუკეთესო თერთმეტეულს ადგენენ.
ექსპერტების თერთმეტეული
მატჩის დაწყებამდე Sky Sports-ის ექსპერტებმა პოლ მერსონმა და ფილ ტომპოსმა "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" მოთამაშეებისგან საერთო სიმბოლური ნაკრები შეადგინეს.

პოლ მერსონი:

ექსპერტების თერთმეტეული


"ძალიან მინდოდა, რომ ჩემს გუნდი ტიბო კურტუა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც ამ სეზონზე ვსაუბრობთ როგორ შეიძლება დე ხეა დავტოვოთ? რაც შეეხება დაცვის ხაზს, აქ ყველა ლონდონელთა ფეხბურთელია, რადგან ამ წელს "იუნაიტედის" მცველებისგან უფრო მეტს ველოდი."

"ნახევარდაცვის ცენტრში მატიჩი და კერიკი ვამჯობინე, რომლებმაც წელს კარგად ითამაშეს. ვინგერებად კი ედენ აზარი და ეშლი იანგი გამოვიყენე. ეშლი შესანიშნავ სეზონს ატარებს და ვან გაალის გუნდში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ფეხბრუთელად ითვლება. რაც შეეხება თავდასხმას, აქ უეინ რუნი დავაყენე, რადგან იგი ძველ პოზიციაზე დაბრუნების შემდეგ კარგად გამოიყურება."

"არც თუ ისე ცუდი გუნდია, არა?"


ფილ ტომპსონი:

ექსპერტების თერთმეტეული


"ჩელსის" დაცვის ხაზი ამ სეზონში უფრო თანმიმდევრულად მუშაობდა, ვიდრე "იუნაიტედის" მცველები. ვფიქრობ, ინგლისში ისინი ყველაზე საუკეთესონი არიან. ამ სეზონში რთულია "წითელთა" მცველების წესრიგზე საუბარი და დავიდ დე ხეას კარგმა თამაშმა მოუტანა მათ ეს შედეგი. ბოლო თამაშებში თავი კრის სმოლინგმა და ფილ ჯონსმაც გამოიჩინეს, თუმცა ჯერ-ჯერობით მათი ნდობა მყარი არ არის."

"მატიჩი ბრწყინვალე სეზონს ატარებს. იგი გუნდს დაცვაშიც ეხმარება. დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებს მაიკლ კერიკი, რომელიც მუდამ მშვიდად თამაშობს. ვინგერებად გამოვიყენებდი - ედენ აზარს, რომელიც ჩემი აზრით წლის საუკეთესო მოთამაშეა და ეშლი იანგს."

"ფორვარდის პოზიციაზე №1 კანდიდატი უეინ რუნია. თუ გუნდს მთელი სეზონის გათვალისწინებით ვირჩევთ, მაშინ მას დიეგო კოშტასთან შევაწყვილებ, თუმცა თუ ჩვენ ბოლო თვეების მიხედვით ვიმსჯელებთ მაშინ მე ხუან მატასა და ეშლი იანგს დავაყენებდი."


წყარო: Redevils.ru
სტატიები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Jorbe-Jorbe
18 აპრილი 2015 13:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იანგი რა მოთხოვნადია
0
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 აპრილი 2015 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ორივე ექსპერტის შემადგენლობაში მხოლოდ 4 მანჩესტერელია. ნუ პრინციპში ვერც გავამტყუნებთ, ჩელსის დაცვა წელს ქებას ნამდვილად იმსახურებს, მიუხედავად იმისა რომ ბოლო მატჩებში მოიკოჭლებენ. რაც შეეხება მატიჩს და კერიკს უდაოდ ღირსები იყვნენ რო დაესახლეებინათ ამ შემადგენლობაში, ისევე როგორც იანგი და აზარი. მერსონს 4-5-1 აქ არჩეული და მაგიტომაც მოხვდა ფაბრეგასი, თუმცა ფაბრეგასიც იმსახურებს რა თქმა უნდა, განსხვავებით კოშტასგან. კი თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ თავისი არაკაცური საქციელებით ყველაფერი გადაფარა. რუნიზე და დე ხეაზე არც ღირს კომენატრის გაკეთება... love
0
№3
ავტორი: GeorgeBest
18 აპრილი 2015 14:38
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ძალიან მინდოდა, რომ ჩემს გუნდი ტიბო კურტუა ყოფილიყო

ყველა როგორ ულოკავს ერთ ადგილს ამ კურტუას areyoukiddingme

როცა საუკეთესო გუნდს ადგენ თავისთავად დაცვის ხაზიდან არც უნდა იფიქრო ვინმეს დამატებაზე. ერერას ადგილი შეიძლებოდა გამოენახათ ისე
0
№4
ავტორი: VaRdo
18 აპრილი 2015 16:06
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: გიორგი
ერერას ადგილი შეიძლებოდა გამოენახათ ისე


რა ლოგიკით? ხან სკამზე იჯდა ხან ბოლო 20 წუთი თამაშობდა. ბოლო 5-6 მატჩით აქ ფელაინიცუ ნდა იყოს ერერაც და მატაც. მაგრამ მთლიანი სეზონიდან 4 ფეხბურთელიც ბევრია აქ ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top