"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი გამოტყდა, რომ რაიან გიგზის შრომისმოყვარეობით გაკვირვებული დარჩა.
"წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელის პოსტის მორგების შემდეგ ლუიმ დამხმარედ კლუბის ლეგენდა რაიან გიგზი აიყვანა.
ჰოლანდიელმა მწვრთნელმა და ყოფილმა ფეხბურთელმა ერთმანეთს მალე გაუგეს და გიგზიც დიდ დახმარებას უწევს ვან გაალს.
"უნდა ვაღიარო, ვერც კი წარმოვიდგენდი მაისში, როცა მას ვესაუბრე, რომ ასეთი გამრჯე იქნებოდა. ყოფილი ფეხბურთელები ბევრ შრომას ვერ ეჩვევიან, მაგრამ ის მთელი მონდომებით მუშაობს.
ძალიან კარგად კითხულობს თამაშს, როგორც ჟოზე მოურინიო, მაგრამ კოლექტივის სამართავად სწავლა გჭირდება. მე კი ვხედავ, რომ ძალიან სწრაფად სწავლობს", - განაცხადა ვან გაალმა.