თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2015, 10:19
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1527,
კომენტარები: 7
ატკინსონი: "ორი უნიკალური მწვრთნელის შეხვედრა იქნება"
რონ ატკინსონი ლუი ვან გაალისა და ჟოზე მოურინიოს შესახებ.
ატკინსონი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი რონ ატკინსონი ლუი ვან გაალსა და ჟოზე მოურინიოს მსოფლიო ფეხბურთის საგულისხმო სპეციალისტებად მიიჩნევს.

სტრატეგიის ოსტატები ერთმანეთს შაბათს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდებიან. "ჩელსი" პრემიერ ლიგის ლიდერობის გამყარებას შეეცდება, "წითელი ეშმაკები" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურის.

"ვფიქრობ, თავის მხრივ ისინი უნიკალურები არიან. არსებობს მრავალი მწვრთნელი, მაგრამ, დიდწილად, ეს ორი ყველაფერს აკონტროლებს.

მათ გვერდით არსენ ვენგერის დაყენება შეიძლება, მაგრამ ვან გაალი და მოურინიო უფრო ბასრები არიან, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან მათ გამოკვეთილი ხასიათი აქვთ.

ვფიქრობ, ბევრი რამ შეიცვალა. იყო დრო, როცა მთავარი მწვრთნელი კლუბს მფლობელთან ერთად აკონტროლებდა. ახლა კი მფლობელთა ახალი თაობა თავიანთ მფლობელობას ცალკეულ სამსახურზე ავრცელებენ, ამრიგად აკადემია და კლუბი საშინლად მრავალი კომპონენტით არის გამოყოფილი".


ატკინსონს მიაჩნია, რომ "იუნაიტედი" წარმატებული მატჩების სერიას გააგრძელებს და ამის მთავარ სასიხარულო მიზეზად დერბიში გამარჯვება ექნება.

"ერთი თვის წინ "იუნაიტედს" ფავორიტად ვერც კი აღვიქვამდი. პირველ შეხვედრაში "ჩელსიმ" თავად დათმო გამარჯვება, რადგან ზედმეტად გადავიდა თავდაცვაზე. ერთ ბურთიანი უპირატესობის შენარჩუნებას ეცადნენ და თითქოს "იუნაიტედს" შეტევაში ეპატიჟებოდნენ. მაგრამ ძალიან კარგად თამაშობდნენ, "იუნაიტედი" კი, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, განსაკუთრებულს ვერაფერს აჩვენებდა. ახლა კი ვფიქრობ, რომ "იუნაიტედის" თავდაჯერებულობა ცამდე ავიდა. მოგება შეუძლიათ".

კითხვაზე, მოურინიო ტყუილად ხომ არ აღიქვამს ერთ ბურთიან უპირატესობას საკმარისად, ატკინსონმა უპასუხა: "მიმაჩნია, რომ ყველაფერი თამაშის მსვლელობაზეა დამოკიდებული. სამ ბურთიანი უპირატესობა რომ გქონდეს, ბოლოს კი მატჩი ფრედ დასრულდეს, დაუჯერებელი სიტუაციაა, არა? მაგრამ, ვფიქრობ, ახლა რომ ჟოზესთვის გეთქვათ, ფრედ დასრულდებაო, ძალიან არ განაწყენდება. შეხედეთ როგორ თამაშობენ ახლა, გოლის გატანა უჭირთ. მათი რამდენიმე მატჩი ვნახე და ოდნავ გაკვირვებული ვიყავი რომ იგებდნენ, რადგან, მაგალითად, ქპრ-ს უფრო მეტი საგოლე შანსი ჰქონდა. მეორეს მხრივ, ისინი არასდროს ნებდებიან. ხოლო თუ არ ნებდები, მიზანში აუცილებლად მოარტყამ".

შესაძლოა "ჩელსი" ფინალური ტურების ფავორიტია, მაგრამ "იუნაიტედის" ყოფილი მწვრთნელი ირწმუნება, რომ არსებობს ფინალური სცენარის ცვლილების მოჩვენებითი ალბათობაც.

"არასდროს იცი დანამდვილებით. "ჩელსიმ" ბევრი ქულა უნდა დაკარგოს, მაგრამ, შესაძლებელია, "იუნაიტედმა" წაართვას სამი ქულა, ამასთან ერთად არსებით როლს თამაშობს "არსენალიც". შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ სიმარტივის მოყვარული უნდა იყო, რომ "ჩელსის" გადასწრების იმედი გქონდეს. თუმცა, ასეთი მომხდარა!?"

წყარო:manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 აპრილი 2015 10:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფრეზე მეც ვიქნებოდი თანახმა. არანაირად არ ჩაითვლება ეს ცუდ შედეგად და არც ჩვენს სატურნირო მდგომარეობაზე იქონიებს დიდ გავლენას. არსენალს კი გავუშვებთ წინ, მაგრამ ჩელსისთან მათაც აქვთ სათამაშო და ჩვენთანაც. არც წაგება იქნებოდა ტრაგედია, მაგრამ დიდი ხანია ჩელსისთან არ მოგვიგია და თან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობის გაზრდა რაღად გვინდა. მოკლედ, დანარჩენი მატჩები უფრო მეტ რამეს გადაწყვეტს, ვიდრე დღევანდელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
18 აპრილი 2015 11:21
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
გეთანხმები, მაგრამ სიტი არ მინდა, რომ წამოგვეწიოს და მოგება ძალიან კარგი იქნება დღეს. არსენალს აუცილებლად მოვუგებთ და ჩელსიც მოუგებს ალბათ სავარაუდოდ წელს მეორეზე დავამთავრებთ.
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
18 აპრილი 2015 11:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
სამწუხაროდ ამდენი ფეხბურთელის ტრამვამ შეიძლება დღეს გუნდი არიოს. ის შემადგენლობა რაც ვან გაალს გამოყავდა კარგი მანქანასავით იყო, რომელც ნებისმიერს გაასწრებდა. დღეს არ ვიცი რა იქნება...

ვეთანხმები ატკინსონს იმაში, რომ მოურინიო და ვან გაალი ერთმანეთს გვანან. ორივე მართლაც რო უნიკალურები არიან და დღეს ისინი არაფერს დათმობენ. თუმცა მოურინიოს აქვს მინუსები რითაც შეიძლება ამით ვისარგებლოთ. დღეს მგონია რომ თუ ჩელსიმ პირველმა გაიტანა მერე მთელი გუნდი უკან დაიწევს, როგორც ეს ოლდტრაფორდზე მოხდა. მოურინიოს უყვარს ჩაკეტილი თამაში რომლის გამოც არაერთხელ დასჯილა. მთლად უკეთესი იქნება რა თქმა უნდა თუ გოლს არ გავუშვებთ, მაგრამ თუ ისე მოხდა რომ გაუშვით თითქმის დარწმუნებული ვარ რომ მოურინიო კონტრშეტევბზე ააწყობს თამაშს რაც თავის მხრივ სახიფათოა რა თქმა უნდა. მოკლედ ასეა თუ ისეა ფრე ალბათ ორივე გუნდისთვის მისაღები შედეგია, მაგრამ მოგება უკეთესია...
0
№4
ავტორი: AkkRed
18 აპრილი 2015 12:26
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
დღეს სეზონის ყველაზე დაძაბული მატჩი მგონია, ამასთანავე მოგების გარდა არანაირი შედეგი არ მაწყობს.

დღეს სეზონის ყველაზე დაძაბული მატჩი მგონია, ამასთანავე მოგების გარდა არანაირი შედეგი არ მაწყობს.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
18 აპრილი 2015 14:32
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისეთები იკისრეს მოგების იმედი ყველას აქვს ალბათ მაგრამ მაინც მგონია რომ ფრეს დავჯერდებით (თუ არ წავაგეთ wink )
0
№6
ავტორი: VaRdo
18 აპრილი 2015 16:18
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
კარგად საუბრობს. ესმის საგანი რა გინდათ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: Mufc7
19 აპრილი 2015 01:49
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ახლა კი ვფიქრობ, რომ "იუნაიტედის" თავდაჯერებულობა ცამდე ავიდა. მოგება შეუძლიათ

3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top